Magdalena Posted February 15, 2019 Posted February 15, 2019 კორპორაცია Intel-მა გამოუშვა კომერციული ბლოკჩეინ-კომპლექტი Hyperledger-ის ეკოსისტემის ბაზაზე - ნათქვამია 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მარკეტინგულ მასალებში. Intel-ი თანამშრომლობს Hyperledger-თან, რომელთა თანასაქმიანობა ორგანიზებულია Linux Foundation-სა და IBM-ს, აგრეთვე სხვა მსხვილი ფინანსური ინტიტუტების მიერ. კორპორაციამ განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად და ეფექტურად აამოქმედონ თავიანთი ბლოკჩეინი. ეკოსისტემას საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric - აპლიკაციების წარმოების ან მოდულური არქიტექტურის ბაზა. ამავე დროს პროდუქტი გამოყენებული იქნება Intel-ის აპარატულ უზრუნველყოფაში, მაგალითად, Xeon-პროცესორებსა და Ethernet-ადაპტერებში. სისტემას გააჩნია საბაზისო კონფიგურაცია, რომლითაც მხარდაჭერილია Hyperledger-ით მართული ბლოკჩეინის ამოქმედებისთვის აუცილებელი მინიმუმი. Intel-ის თქმით, პაკეტი გამოსაყენებლად მზად არის. როგორც Cointelegraph-მა რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მეორე ტექნოლოგიურმა გიგანტმა - IBM-მაც აამოქმედა Hyperledger-ის ბაზაზე შექმნილი საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა თავის მონაცემთა ცენტრში, მელბურნში. როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავიანი აპლიკაციები მართონ კომპანიის cloud-სისტემაში. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში IBM-მა დააანონსა პროექტი ბლოკჩეინისა და ინტერნეტ-ნივთების გამოყენებით მიწისქვეშა, გრუნტის წყლების გამოყენების სამართავად: კალიფორნიის შტატში გვალვასთან ბრძოლის მიზნით. კომპანია Microsoft-მაც გამოუშვა ბლოკჩეინ-კომპლექტი 2018 წლის ნოემბერში. ეს კომპლექტი, სახელად Azure, წარმოადგენს სერვერების გარეშე მომუშავე სისტემას და მას გააჩნია იმგვარი ფუნქციები, როგორებიცაა off-chain-იდენტიფიკაცია და მონაცემები, აგრეთვე მონიტორინგისა და შეტყობინებების პროგრამირების ინტერფეისები (API) იმგვარ ფორმატში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნა. https://cointelegraph.com/news/intel-launches-commercial-blockchain-package-based-on-hyperledger-fabric 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.