Jump to content

Recommended Posts

Posted

Videocardz-მა გამოაქვეყნა EVGA-სა და Palit-ის მიერ შექმნილი GeForce GTX 1660 Ti გრაფიკული ამაჩქარებლების ფოტოები. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, კომპანია EVGA გაყიდვების საწყის ეტაპზე წარადგენს მხოლოდ კომპაქტურ მოდელებს - GTX 1660 Ti XC-სა და GTX 1660 Ti Black-ს. ორივე ბარათი აწყობილია შემცირებულ PCB დაფაზე EVGA- საკუთარი დიზაინით და აქვთ ერთვენტილატორიანი გაგრილების სისტემა. გარეგნულად ვიდეო ბარათები იდენტურად გამოიყურება, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ GPU-ის ტაქტის სიხშირეებით განსხვავდება. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანია Palit-მაც StormX-სერიის ორი ვიდეო ბარათი გამოუშვა, რომლებიც კიდევ უფრო კომპაქტური გაბარიტებით ხასიათდება, ვიდრე EVGA-ს მოდელები. ამ ბარათებშიც გამოყენებულია ერთვენტილატორიანი გაგრილების სისტემა რადიატორითა და სითბური მილებით. GeForce GTX 1660 Ti StormX-ის გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე 1770 მჰც-ია, GeForce GTX 1660 Ti StormX OC ბარათისა კი - 1815 მჰც. 

image.jpeg 

რა თქმა უნდა, ორივე მწარმოებელი GeForce GTX 1660 Ti ბარათის სხვა ვერსიებსაც გამოუშვებენ მოგვიანებით. Videocardz-ის ინფორმაციით GeForce GTX 1660 Ti-ს გაყიდვები 22 თებერვლიდანაა დაგეგმილი.  

image.jpeg 

წყარო: VideoCardz 

მომხმარებლებს ორი ახალ ბარათს სთავაზობს ZOTAC-ი: ZOTAC Gaming GeForce GTX 1660 Ti Twin Fan და Gaming GeForce GTX 1660 Ti AMP. ორივე ბარათის საფუძველს წარმოადგენს Turing-ის თაობის 12-ნანომეტრიანი პროცესორი TU116-400A-A1, რომლის საბაზისო სიხშირე 1500 მჰც-ია, ასევე აქვს 1536 Shader-ბლოკი, 192 ტენსორული ბირთვი, 96 ტექსტურული მოდული (TMU) და 48 ROP-ბლოკი. 

image.jpeg 

image.jpeg 

წყარო: Geizhals Österreich 

ორივე მოდელს აქვს 6 გბ GDDR6 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც 1500 მეგაჰერც სიხშირეზე ფუნქციონირებს, აგრეთვე 192-ბიტიანი bus, სიჩქარე - 288 გბ/წმ. ბარათს აქვს HDMI 2.0b პორტი დაა სამი DisplayPort 1.4. 

ZOTAC Gaming GeForce GTX 1660 Ti Twin Fan ვიდეო ბარათის ფასი 325-დან 333 ევრომდეა, Gaming GeForce GTX 1660 Ti AMP ბარათისა კი - დაახლოებით 351-359 ევრო. 

ახალი ბარათის ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დროა დარჩენილი. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.