Magdalena Posted February 8, 2019 Posted February 8, 2019 Bitcoin (BTC) მაინინგი გახდა უფრო დეცენტრალიზებული და აგრძელებს დივერსიფიცირებას - ნათქვამია აქტივების მართვის კანადური კომპანიის - Canaccord-ის ახალ ანგარიშში. Canaccord-მა, რომელიც იკვლევს ბლოკჩეინისა და ციფრული ვალუტების სექტორებს სხვა ფინანსური ოპერაციების პარალელურად, აღნიშნავს, რომ სულ უფრო ფართოდ ხდება Bitcoin-ჰეშ რეითის გავრცელება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი წარმოადგენს კონკურენტუნარიან ბაზარს და უზრუნველყოფს კრიპტოვალუტას - გახდეს შეტევების მიმართ უფრო მდგრადი. დღესდღეობით Bitcoin-ის ქსელური ტრანზაქციების პროცესის ფარგლებში უამრავი მაინინგ-პულია ჩართული, 2014 წლიდან მოყოლებული მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. Canaccord-ის მონაცემებით, 2014 წელს ბაზრის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებდა პული Ghash.io. ხუთი წლის შემდეგ კი ამჟამად (2 თებერვლის მდგომარეობით) ჰეშრეითის 19%-ზე მეტს არც ერთი პული არ აკონტროლებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის უმსხვილესი მოთამაშე არის Antpool, რომელიც ViaBTC-სთან ერთად Bitcoin-მაინინგის გიგანტ - Bitmain-ს ეკუთვნის. გასულ წელს კომპანიამ მდგომარეობის ცვლილებები განიცადა და მაინინგ-სფეროში მისი წილი შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაინინგ-პულების სტატისტიკა საინფორმაციო წყაროზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ განსხვავებულია მონაცემები. მაგალითად, Blockchain.com-ის მიხედვით ამ დროისთვის Antpool-ის წილი 10,5 %-ს შეადგენს, Bitaps-ი კი თვლის, რომ მისი მაჩვენებელი დაახლოებით 8,5 %-ია. ჯამში, Bitcoin-ის ჰეშ რეითი გაუმჯობესდა ნოემბრიდან - მას შემდეგ, როდესაც ფასის ვარდნამ მაინერები აიძულა შეემცირებინათ აქტიურობა სარგებლის (მოგების) მკვეთრი ვარდნის გამო. https://cointelegraph.com/news/new-report-highlights-increasing-decentralization-of-bitcoin-mining 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.