Magdalena Posted February 6, 2019 Posted February 6, 2019 გამოფენა 2019 Integrated Systems Europe-ზე (ISE 2019) კომპანია Samsung-მა მთელი რიგი სიახლეები წარმოადგინა, მათ შორის თავისი პირველი, 8K გაფართოების მქონე QLED-დისპლეი, ახალი LED-ეკრანი The Wall 8K და ტექნოლოგია Multi-Link HDR. კომპანიამ წარადგინა 82-დუიმიანი პროფესიონალური QLED 8K-დისპლეი, რომელშიც მოცემულია ბაზარზე არსებული უმაღლესი გაფართოების დონე სმარტ-მასშტაბირების ტექნოლოგია - AI Upscaling. კომერციულ დისპლეებში არსებული მასშტაბირების ტექნოლოგია მაღაზიებსა და სარეკლამო ცენტრებს ეკონომიის საშუალებას აძლევს, შესაძლებელია სტანდარტული გაფართოების კონტენტის გაშვება 8K ფორმატზე. 7680 × 4320 პიქსელის მქონე გაფართოების წყალობით გამოსახულების ცალკეული პიქსელები პრაქტიკულად შეუმჩნეველია ადამიანის თვალისთვის. პანელები 44 მმ სისქისაა და მარტივია მათი დამონტაჟება როგორც „ალბომის“, ისე „პორტრეტის“ რეჟიმში. პროფესიონალური QLED 8K-დისპლეი ხასიათდება შავი ფერის გაუმჯობესებული გამოსახულებით ლოკალური ჩამუქებისა და ტექნოლოგია Quantum Light Control-ის წყალობით. დისპლეის აქვს 4000 ნიტიანი მაქსიმალური სიმკვეთრე და 100%-იანი ფერთა აღქმა HDR10+ სტანდარტის შესაბამისად. უზრუნველყოფილია ფერთა გამის ნებისმიერი შეფერილობის მაღალხარისხიანი ასახვა. გამოფენაზე კომპანიამ აგრეთვე წარმოადგინა მსხვილფორმატიანი ეკრანის - The Wall-ის მოდიფიკაცია: მისი დიაგონალი 292 დუიმია, გაფართოება - 8K. ამ ეკრანის დაყენება მრავალნაირი, 73-იდან 292 დუიმამდე კონფიგურაციისამებრ არის შესაძლებელი. რეჟიმ Ambient-ის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის custom-იზება და მასზე სხვადასხვა კონტენტის ასახვა. აგრეთვე შესაძლებელია The Wall-ს დაემატოს დეკორატიული ჩარჩოები, რითაც იგი ორიგინალურ სახეს იძენს. Samsung-ი თანამშრომლობს მთელ რიგ წამყვან კომპანიებთან, მათ შორისაა: Harman Luxury Audio და Steinway Lyngdorf - ხმოვანი სისტემებისთვის; Control4, Crestron და Savant - სახლის პირობებში ავტომატიზაციისთვის; Domotz, Ihiji და OrvC - დისტანციური მონიტორინგისთვის. Samsung-მა ასევე წარადგინა Multi-Link LED HDR: წარმოებაში პირველი გაფართოებული დინამიური დიაპაზონის ტექნოლოგია 8K რეზოლუციით, რომელიც განკუთვნილია LED ეკრანებისთვის. Samsung-ის მიერ შემუშავებული ალგორითმი ნებისმიერ კონტენტს უზრუნველყოფს HDR ხარისხით სპეციალური მეტამონაცემების საჭიროების გარეშე. გამოსახულების მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია ტექნოლოგიებით - Inverse Tone Mapping (ITM) და Dynamic Peaking, რომლებიც ზრდიან კონტრასტულობას და ფერის აღქმას მთელ ეკრანზე სიმკვეთრის გაორმაგებით. ფუნქცია Color Mapping-ით მიიღწევა ადაპტირებული ფერთა გამა რეალისტური და ნათელი გამოსახულების მისაღებად, სტანდარტი Multi-Link LED HDR კი საშუალებას იძლევა, შემცირდეს შეფერხება კონტენტის გადაცემისას live mode რეჟიმის წყალობით. Multi-Link HDR სტანდარტით მხარდაჭერილია ყველა Samsung SMART LED Signage ეკრანები და თავსებადია The Wall-თან. მიმდინარე წელს Samsung-მა წარადგინა პროფესიონალური დისპლეების ახალი სერია ვიტრინებისთვის - OMN/OMN-D, რომელთა ზომებიც 46-დან 55 დუიმამდეა. მხარდაჭერილია 4000 ნიტი სიმკვეთრე და 5000:1 კონტრასტულობა. უზრუნველყოფილია კონტენტის მკაფიო ასახვა მზის პირდაპირი სხივების მოხვედრის შემთხვევაშიც კი. OMN-D სერიის პანელები ორმხრივი დისპლეებია, რომლებზეც ერთდროულად აისახება კონტენტი. მათ ინტეგრირებული Wi-Fi მოდული აქვთ. ორივე ეკრანი დაცულია მტვრისგან IP5X სტანდარტის შესაბამისად, აგრეთვე აქვთ გადახურებისგან დაცვა. კონტენტის მართვისთვის მათში გამოიყენება საკუთარი ინტეგრირებული საშუალება - MagicINFO S6 - Tizen 4.0-ის ბაზაზე. დისპლეების გამოყენება შესაძლებელია ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში, სწრაფი კვების ობიექტებიდან დაწყებული - სავაჭრო ცენტრებით დამთავრებული. Samsung-მა აგრეთვე წარადგინა QMR და QBR 4K-დისპლეების ხუთი მოდელი. მათი დიაგონალების ზომები 43-დან 75 დუიმამდეა, აქვთ ინტელექტუალური ფუნქცია AI Upscaling, IP5X სტანდარტის დაცვა, უსაფრთხოების დაცვა KNOX და ინტეგრირებული Wi-Fi მოდულები. QMR სერიის მოდელებისთვის დამახასიათებელია თხელი ჩარჩოები, განკუთვნილია აეროპორტებში ან სავაჭრო ცენტრებში გამოყენებისთვის, აქვთ 500 ნიტი სიმკვეთრის დონე (QBR სერიის მოდელებს - 350 ნიტი) და არეკვლისადმი მდგრადი ეკრანი. https://3dnews.ru/982266 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.