Magdalena Posted February 6, 2019 Posted February 6, 2019 სოცმედიის გიგანტი, Facebook-ი აძლიერებს თავის შესაძლებლობებს ბლოკჩეინის სფეროში Chainspace-ის თანამშრომლების დაქირავებით. Chainspace - ეს არის სტარტაპი, რომელიც დაკავშირებულია სმარტ-კონტრაქტების გამომშვებ პლატფორმასთან. დაქირავების შესახებ ინფორმაცია პირველად რესურსმა Cheddar-მა გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სოციალური მედია-კომპანია წინ მიიწევს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ამბიციებში. კომპანიის მიერ ბლოკჩეინ-ქვეგანყოფილების ამოქმედების შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის მაისში. მკვლევარებს, რომლებიც Chainspace-ში მუშაობენ, შეუძლიათ Facebook-ს დაეხმარონ სხვადასხვა აპლიკაციაში ბლოკჩეინის მასშტაბირებაში. საკუთარი ვებ-გვერდის თანახმად, Chainspace იყენებს ე.წ. sharding-ს - ეს ნიშნავს მონაცემთა ბაზების უფრო მცირე ბლოკებად დაყოფას, რისი მიზანიცაა შეამსუბუქოს მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხელს უშლის ბლოკჩეინის ქსელებს. Cheddar-ის ინფორმაციით, Chainspace-ის ხუთი მკვლევარიდან ოთხი, რომელთა სამეცნიერო ნაშრომზეც დგას Chainspace, შეუერთდა Facebook-ს. Facebook-ის წარმომადგენელმა Coindesk-ს განუცხადა, რომ კომპანიას არ შეუძენია თავად სტარტაპი ან მისი ტექნოლოგია, თუმცა მის თანამშრომელთა ნაწილი Facebook-ის შიდა ბლოკჩეინ-გუნდს შეუერთდა. „ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპანია, Facebook-იც სწავლობს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებებს“ - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. „ეს ახალი პატარა გუნდი იკვლევს და სწავლობს უამრავ ახალ აპლიკაციას. მეტი სათქმელი არაფერი გვაქვს“. Facebook-ის კარიერული საიტის მონაცემებით, სოციალური ქსელების გიგანტს ამ დროისთვის 11 ბლოკჩეინ-ტექნოლოგი ჰყავს. წინა თვესთან შედარებით მათი რაოდენობა გაცილებით გაზრდილია. მოვალეობათა აღწერის მიხედვით, Facebook-ის გუნდი მუშაობს, როგორც „სტარტაპი Facebook-ში“: „ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ მილიარდობით ადამიანს - მიიღონ წვდომა იმაზე, რაც არ გააჩნიათ: ეს შესაძლოა იყოს ჯანდაცვა, სამართლიანი ფინანსური სერვისები ან ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის ახალი საშუალებები“. Chainspace-ის ვებ-გვერდზე გუნდის წევრთა სიაში ამ დროისთვის ჩამოთვლილია 11 თანამშრომელი და 4 მრჩეველი. საიტის მთავარ გვერდზე კი განთავსებულია სიახლის გამომხატველი შეტყობინება: „მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდი სიახლისკენ მიიწევს“. https://www.coindesk.com/facebook-beefs-up-its-blockchain-efforts-with-startup-hires 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.