Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სოცმედიის გიგანტი, Facebook-ი აძლიერებს თავის შესაძლებლობებს ბლოკჩეინის სფეროში Chainspace-ის თანამშრომლების დაქირავებით. Chainspace - ეს არის სტარტაპი, რომელიც დაკავშირებულია სმარტ-კონტრაქტების გამომშვებ პლატფორმასთან. 

დაქირავების შესახებ ინფორმაცია პირველად რესურსმა Cheddar-ა გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სოციალური მედია-კომპანია წინ მიიწევს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ამბიციებში. კომპანიის მიერ ბლოკჩეინ-ქვეგანყოფილების ამოქმედების შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის მაისში. 

მკვლევარებს, რომლებიც Chainspace-ში მუშაობენ, შეუძლიათ Facebook-ს დაეხმარონ სხვადასხვა აპლიკაციაში ბლოკჩეინის მასშტაბირებაში. საკუთარი ვებ-გვერდის თანახმად, Chainspace იყენებს ე.წ. sharding-ს -  ეს ნიშნავს მონაცემთა ბაზების უფრო მცირე ბლოკებად დაყოფა, ისი მიზანიცაა შეამსუბუქოს მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხელ უშლის ბლოკჩეინის ქსელებს. 

Cheddar-ის ინფორმაციით, Chainspace-ის ხუთი მკვლევარიდან ოთხი, რომელთა სამეცნიერო ნაშრომზეც დგას Chainspace, შეუერთდ Facebook-ს. Facebook-ის წარმომადგენელმა Coindesk-ს განუცხადა, რომ კომპანიას არ შეუძენია თავად სტარტაპი ან მისი ტექნოლოგია, თუმცა მის თანამშრომელთა ნაწილი Facebook-ის შიდა ბლოკჩეინ-გუნდს შეუერთდა. 

„ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპანია, Facebook-იც სწავლობს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებებს“ - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. „ეს ახალი პატარა გუნდი იკვლევს და სწავლობს უამრავ ახალ აპლიკაციას. მეტი სათქმელი არაფერი გვაქვს“. 

Facebook-ის კარიერული საიტის მონაცემებით, სოციალური ქსელების გიგანტს ამ დროისთვის 11 ბლოკჩეინ-ტექნოლოგი ჰყავს. წინა თვესთან შედარებით მათი რაოდენობა გაცილებით გაზრდილია. მოვალეობათა აღწერის მიხედვით, Facebook-ის გუნდი მუშაობს, როგორც „სტარტაპი Facebook-ში“: 

„ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ მილიარდობით ადამიანს - მიიღონ წვდომა იმაზე, რაც არ გააჩნიათ: ეს ესაძლოა იყოს ჯანდაცვა, სამართლიანი ფინანსური სერვისები ან ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის ახალი საშუალებები“. 

Chainspace-ის ვებ-გვერდზე გუნდის წევრთა სიაში ამ დროისთვის ჩამოთვლილია 11 თანამშრომელი და 4 მრჩეველი. საიტის მთავარ გვერდზე კი განთავსებულია სიახლის გამომხატველი შეტყობინება: „მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდი სიახლისკენ მიიწევს“.  

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.