Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Harley-Davidson-ა წარადგინა ორი ახალი ელექტრო-კონცეფცია, რომლებიც საკმაოდ უჩვეულოა ბრენდისთვის. ერთ-ერთია მთის ელექტროველოსიპედი, მეორე კი - ელექტროსკუტერი, რომელსაც კომპანიის ყველაზე შთამბეჭდავ იდეად მიიჩნევენ. 

image.png 

ელექტროველოსიპედები უამრავია, თუმცა ამ მოდელის გამძლეობა და საიმედოობა მას ბაზარზე არსებული ასობით სხვა ველოსიპედისგან გამოარჩევს. აგრეთვე,  Harley-Davidson-ის სახელი კომპანიას ხელს შეუწყობს - ბაზრის დიდი ნაწილი დაიპყროს, თუკი რაღა თქმა უნდა, ამ ველოსიპედს კომერციულ პროდუქტად აქცევს. 

image.png 

სკუტერს რაც შეეხება, იგი საკმად წააგავს ელექტრომოპედებს, რომლებსაც სტარტაპი Lithium Cycles უკვე წლებია აწარმოებს.  ამ უკანასკნელის სკუტერები უფრო დახვეწილად გამოიყურება, რადგანაც დიდ კომპანიას დიდი მოცულობის რესურსები აქვს (ყოველ შემთხვევაში, პრესისთვის გასაჯაროებულ ფოტოებზე ასე ჩანს). Harley-Davidson-ის სკუტერის პროტიტიპი კი გაცილებით „უხეშია“ და წარმოდგენილია ღია სადენებითა და შეუსაბამო მასალებით. 

მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა Harley-Davidson-ის მიერ გამოშვებულმა ელექტრომოტიციკლმა - LiveWire-მა, თუმცა რაღა თქმა უნდა მისი ფასის - 30 ათასი აშშ დოლარის გათვალისწინებით, იგი ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახლავთ. 

ზემოთხსენებული სკუტერი კი ბევრად ნაკლები ეღირება, (ფასი ჯერჯერობით არ სახელდება) თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად სკუტერები ფორმისა და ზომების წყალობით მთელი მსოფლიოს ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ერგებიან. შესაბამისად, Harley-Davidson-ის კონცეპტსაც აქვს პერსპექტივა - მოიპოვოს პოპულარობა ბაზარზე: მას აქვს საკუთარი სტილი, მისი მოხმარება კომფორტული და სასიამოვნოა და რაღა თქმა უნდა - არ ღირს 30 ათასი დოლარი!  

  • Like 2
Posted

რა სტრანნი რამეა ეს "ელექტრო ველოსიპედი". როგორც ვატყობ პედლებიც არ აქვს და ტიპიური ენდურო გამოდის ოღონდ ელექტრო :დ ჯერ ზოგადად ელექტრო ველოსიპედის მუღამს ვერ ვგებულობ, ველოსიპედი იდეაში ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება და ვარჯიშს, ამით კიდე თავს იზარმაცებ ადამიანი. სკუტერს რაც შეეხება ძაან კაია, ჩუმია და გარემოს არ აბინძურებს

  • Like 1
Posted
On 2/6/2019 at 11:11 AM, Vako™ said:

რა სტრანნი რამეა ეს "ელექტრო ველოსიპედი". როგორც ვატყობ პედლებიც არ აქვს და ტიპიური ენდურო გამოდის ოღონდ ელექტრო :დ ჯერ ზოგადად ელექტრო ველოსიპედის მუღამს ვერ ვგებულობ, ველოსიპედი იდეაში ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება და ვარჯიშს, ამით კიდე თავს იზარმაცებ ადამიანი. სკუტერს რაც შეეხება ძაან კაია, ჩუმია და გარემოს არ აბინძურებს

აო ვარაზის ხევზე ან გაგარინზე რომ გაოფლიანების გარეშე ახვიდე მაგისთვისა ელექტრო ველოსიპედი :დ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.