Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

პორტალი videocardz გვაცნობებს, რომ კომპანია Asus-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათები - ესენია TUF სერიის (The Ultimate Force) RTX 2060 ბარათები: გამოვიდა როგორც სტანდარტული, ასევე ოვერქლოქინ-ვარიანტები, რომელთა გრაფიკული ჩიპის სიხშირეებია 1710 და 1740 მჰც, შესაბამისად. 

პირველწყაროში აგრეთვე აღნიშნულია, რომ TUF სერიის გრაფიკული ადაპტერების შექმნისას გათვალისწინებული იყო მათი ხანგრძლივი მოქმედუნარიანობა, თავსებადობა და წარმადობა. გაგრილების სისტემაში  გამოყენებულია მტვრისგან დაცვის მქონე ვენტილატორები IP5X სტანდარტის შესაბამისად.   

ისევე, როგორც TUF-სერიის დედა დაფები, გრაფიკული ადაპტერები შემოწმებას გადიან სპეციალური პროგრამით, რომელიც მოიცავს 144 საათის განმავლობაში უწყვეტ მუშაობას.  

TUF სერიის ვიდეო ბარათებს აქვთ DualLink DVI-D კონექტორი. უნდა აღინიშნოს, რომ RTX-სერიის სხვა ვერსიების უმეტეს ვიდეო ბარათს ეს კონექტორი არ გააჩნია. 

 

  • Like 2
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.