Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა Twitter-ზე დაწერა, რომ სარაკეტო ძრავის - Raptor-ის პირველმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ძრავი Raptor-ი კომპანიის ამჟამინდელი ძრავის - Merlin 1D- შთამომავლად გვევლინება.  

აღნიშნული ძრავი გამოყენებული იქნება პლანეტაშორის რაკეტა Starship-ში, რომელიც განკუთვნილია მთვარისა და მარსისკენ მიმართული მისიებისთვის. ამ დრომდე მასკს ჰქონდა ნათქვამი, რომ Raptor-ის აწყობა რამოდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წლბის განმავლობაში ძრავმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. 

image.jpeg

 

დაახლოებით ერთი თვის წინ მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო უჟანგავი ფოლადისგან აწყობილი კოსმოსური რაკეტა StarShip-ის მაკეტი, რომელიც განთავსებული გახლდათ კომპანიის კოსმოდრომზე ტეხასში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოსაცდელი პროტოტიპის ზედა ნაწილი სერიოზულად დაზიანდა გრიგალისგან. ამ ინციდენტმა შესაძლოა გადაავადოს დაგეგმილი პირველი სატესტო გაშვების თარიღი. 

Starship-ის გამოსაცდელ მაკეტში გამოყენებული იქნება სამი Raptor ძრავი. იგი სატესტო ფრენებს განახორციელებს მცირე სიმღლეებზე - 1640-დან 16400 ფუტამდე. რაკეტის სრულფასოვან ვერსიაში კი იგეგმება შვიდი ამგვარი ძრავისა და 31 სუპერმძიმე ამაჩქარებლის გამოყენება. თითოეულ Raptor-ს შეუძლია 440 ათასი ფუნტი ტვირთს აწევა, შედარებისთვის -  ამჟამად არსებული ძრავის - Merlin-ის ტვირთამწეობა 190 ათას ფუნტს შეადგენს.  

Raptor-ის პირველი გამოცდა! ვამაყობ SpaceX-ის გუნდის შესანიშნავი მუშაობით“ - დაწერა Twitter-ზე მასკმა და დაურთო ძრავის გამოცდის ამსახველი რამოდენიმე ფოტო. 

image.png 

შეგახსენებთ, რომ კომპანია გეგმავს, კოსმოსური რაკეტა Starship-ით ჯერ მთვარისკენ განახორციელოს ფრენა, შემდეგ კი მარსისკენ. მთვარის ირგვლივ პირველი პილოტირებული ფრენა დაგეგმილია 2023 წლისთვის. პირველი კოსმოსური ტურისტი რომ გამხდარიყო, ამის სურვილი გამოთქვა იაპონელმა ბიზნესმენმა იუსაკუ მაეძავამ. მას მისცეს უფლება - თავად აარჩიოს რამოდენიმე ადამიანი, ვინც მასთან ერთად კოსმოსში გაემგზავრება. 

და ბოლოს, მასკმა განაცხადა, რომ იმედოვნებს - ახალი რაკეტა შეძლებს მარსის უპილოტო მისია 2022 წელს განახორციელოს, ეკიპაჟის თანხლებით ფრენა კი - 2024 წელს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გენერალური დირექტორი ოპტიმისტურ ვადებს, ეს უფრო იმედი და სწრაფვაა, ვიდრე რეალური თარიღები. ამასთან, გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ SpaceX-ი მცირე ხნის წინ იძლებული გახდა ხარჯების შემცირების მიზნით თავისი სამუშაო ძალის 10 % სამსახურებიდან დაეთხოვა. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.