Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა დაამზადა მონიტორი VT229H  IPS მატრიცით და 21,5-დუიმიანი ეკრანით. 

ახალი მონიტორის დისპლეი შეესაბამება Full HD ფორმატს - ეკრანის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. რეაქციის დრო 5 მილიწამია. 

image.jpeg 

პანელის განსაკუთრებულობა გამოიხატება სენსორული მართვის მხარდაჭერაში. მონიტორს შეუძლია აღიქვას შეხება ერთდროულად ათ წერტილში. ამგვარად, ეკრანზე მუშაობა შესაძლებელია ორივე ხელით სხვადასხვა ბრძანებების გასაცემად. 

გათვალისწინებულია ეკრანის ციმციმის საწინააღმდეგო ტექნოლოგია Flicker-free. ხანგრძლივი მუშაობისას თვალებზე დატვირთვას ამცირებს სისტემა Blue Light Filter. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს 1,5 ვატიანი სტერეოდინამიკები, ციფრული ინტერფეისი HDMI, ანალოგური კონექტორი D-Sub და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე 25 გრადუსის დიაპაზონში. 

სიმკვეთრის, კონტრასტულობისა და დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებლებია - 250 cd/m2,   1000:1 და 100 000 000:1. სადგამის ჩათვლით მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 491,5 × 300,1 × 204,4 მილიმეტრს, წონა - 3,83 კგ. 

მონიტორის ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.