Magdalena Posted February 2, 2019 Posted February 2, 2019 ილონ მასკს მთელი რიგი დამაინტრიგებელი იდეები აქვს, ერთ-ერთი მათგანია ელექტროპიკაპის გამოშვება. ამის შესახებ პირველად ცნობები გახმაურდა 2017 წელს, როდესაც მასკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პიკაპის წარმოება დაიწყება ქროსოვერ Tesla Model Y-ის გამოშვებისთანავე. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანონსი გაცილებით ადრე შედგება - ინვესტორებთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ პიკაპის დემონსტრირებას 2019 წლის ზაფხულში აპირებს. ჩნდება კითხვა - რატომ მიიღო მან ასე სწრაფად გადაწყვეტილება? გამომცემლობა Electrek-ის აზრით, კომპანიას მზარდი კონკურენციის ეშინია. გასულ წელს ლოს-ანჯელესის ავტოსალონში წარმოდგენილი იყო პიკაპი Rivian R1T, მან ყურადღება მიიპყრო ოთხი ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 764 ცხენის ძალაა და ელექტრომობილს შეუძლია ერთ დამუხტვაზე 640 კილომეტრის გავლა. აღსანიშნავია, რომ Rivian-ის სტენდი Ford-ის უზარმაზარი მოედნის გვერდით იყო განთავსებული და პიკაპმა ადვილად მოიზიდა დიდი აუდიტორია. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რომ Ford-მაც დააანონსა საკუთარი ელექტროპიკაპის წარმოება. კომპანია Tesla ლიდერობას მიეჩვია, ამიტომ თავს უფლებას ვერ მისცემს უკან ჩამორჩეს კონკურენტებს. რა სტადიაზე იმყოფება Tesla-ს პიკაპის წარმოება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 2018 წლის ნოემბერში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი პიკაპი შესრულებული იქნება კიბერპანკის სტილში. ინტერვიუს მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ არ აღელვებს იქნება თუ არა მოთხოვნა ავტომობილზე - მას უბრალოდ სურს ეს ავტომობილი შექმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკი შეძლებს უფრო მოკრძალებული მოდელის გამოშვებასაც, რომელიც ნამდვილად მოიპოვებს საკუთარ აუდიტორიას. მიჩნეულია, რომ პიკაპები იდეალურადაა თავსებადი ელექტროძრავებთან. მათ კორპუსში იმდენი ადგილია, რომ ავტომწარმოებლებს თავისუფლად შეუძლიათ მოზრდილი ბატარეების განთავსება: ელექტრომობილს ექნება იმდენი ენერგია, რომ იგი თავისუფლად ეყოფა ორი მობილის დამუხტვას. Tesla პიკაპი შეძლებს ავტოპარკებში დიდი პოპულარობა მოიპოვოს. https://hi-news.ru/auto/elektricheskij-pikap-tesla-uzhe-etim-letom-kuda-speshit-ilon-mask.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.