Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკს მთელი რიგი დამაინტრიგებელი იდეები აქვს, ერთ-ერთი მათგანია ელექტროპიკაპის გამოშვება. ამის შესახებ პირველად ცნობები გახმაურდა 2017 წელს, როდესაც მასკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პიკაპის წარმოება დაიწყება ქროსოვერ Tesla Model Y-ის გამოშვებისთანავე. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანონსი გაცილებით ადრე შედგება - ინვესტორებთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ პიკაპის დემონსტრირებას 2019 წლის ზაფხულში აპირებს. ჩნდება კითხვა - რატომ მიიღო მან ასე სწრაფად გადაწყვეტილება? 

image.jpeg 

გამომცემლობა Electrek-ის აზრით, კომპანიას მზარდი კონკურენციის ეშინია. გასულ წელს ლოს-ანჯელესის ავტოსალონში წარმოდგენილი იყო პიკაპი Rivian  R1T, მან ყურადღება მიიპყრო ოთხი ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 764 ცხენის ძალაა და ელექტრომობილს შეუძლია ერთ დამუხტვაზე 640 კილომეტრის გავლა. აღსანიშნავია, რომ Rivian-ის სტენდი Ford-ის უზარმაზარი მოედნის გვერდით იყო განთავსებული და პიკაპმა ადვილად მოიზიდა დიდი აუდიტორია. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რომ Ford-მაც დააანონსა საკუთარი ელექტროპიკაპის წარმოება. 

კომპანია Tesla ლიდერობას მიეჩვია, ამიტომ თავს უფლებას ვერ მისცემს უკან ჩამორჩეს კონკურენტებს. რა სტადიაზე იმყოფება Tesla-ს პიკაპის წარმოება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 2018 წლის ნოემბერში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი პიკაპი შესრულებული იქნება კიბერპანკის სტილში. ინტერვიუს მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ არ აღელვებს იქნება თუ არა მოთხოვნა ავტომობილზე - მას უბრალოდ სურს ეს ავტომობილი შექმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკი შეძლებს უფრო მოკრძალებული მოდელის გამოშვებასაც, რომელიც ნამდვილად მოიპოვებს საკუთარ აუდიტორიას.  

მიჩნეულია, რომ პიკაპები იდეალურად თავსებადი ელექტროძრავებთან. მათ კორპუსში იმდენი ადგილია, რომ ავტომწარმოებლებს თავისუფლად შეუძლიათ მოზრდილი ბატარეების განთავსება: ელექტრომობილს ექნება იმდენი ენერგია, რომ იგი თავისუფლად ეყოფა ორი მობილის დამუხტვას. Tesla პიკაპი შეძლებს ავტოპარკებში დიდი პოპულარობა მოიპოვოს.  

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.