Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამედროვე ბაშვები ტექნოლოგიებს 2-3 წლიდან ეცნობიან: იყენებენ პლანშეტებსა და სმარტფონებს და ა.შ. მობილური მოწყობილობების მწარმოებლები როგორც არ უნდა გვარწმუნებდნენ საპირისპიროში, გაჯეტების ადამეტებული გამოყენება ბავშების კოგნიტურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. კანადელი მცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ რამდენად ძლიერად ხდება ამგვარ ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების შეფერხება. 

image.jpeg 

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 2500 ბავშვი. შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშებმა, ვინც სხვებზე დიდხანს ისხდნენ ეკრანების წინ 2-3 წლიანი ასაკის პერიოდში, ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს განვითარების ტესტებში. ტესტირება მათ 4-5 წლის ასაკში ჩაუტარდათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს მხოლოდ შემეცნებით მასალებს ვაყურებინებთ ელექტრონული მოწყობილობებით, კოგნიტურ შესაძებლობების განვითარება მაინც ფერხდება. 

მეცნიერები ერიდებიან ცალსახად ამტკიცონ, რომ ელექტრონული მოწყობილობები ნეგატიურად მოქმედებენ ბავშვთა გონებრივ განვითარებაზე, თუმცა არ უარყოფენ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას. ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ თითოეული ბავში ინდივიდუალურია და თუკი მას თავდაპირველად კარგი კოგნიტური შესაძლებლობები ჰქონდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მაჩვენებლები პლანშეტებისა და ტელევიზორების გავლენით გაუარესდება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.