Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს მსოფლიოში პირველი 1-ტერაბაიტიანი eUFS-სისტემა (ინტეგრირებული ნივერსალური ფლეშ-საცავი), რომელიც განკუთვნილი იქნება მაღალი წარმადობის სმარტფონებისთვის. მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამ გადაწყვეტილების შედეგად სმარტფონებს ექნება ერთი ტერაბაიტი მეხსიერება ერთი ფლეშ-მეხსიერების ჩიპით. 

Samsung-ის მეხსიერების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი Cheol Choi აცხადებს, რომ 1-ტერაბაიტიანი eUFS – „როგორც მოსალოდნელია, გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალი თაობის სმარტფონებში უფრო მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისის უზრუნველყოფის საკითხში“. წაკითხვის სიჩქარე იქნება 1000 მეგაბაიტი წამში. Samsung-ის თქმით, ეს მაჩვენებელი ათჯერ მეტია ჩვეულებრივ microSD ბარათთან შედარებით. 

image.png 

გასულ წელს Samsung-ა წარადგინა Galaxy Note 9 „1 ტერაბაიტით“, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 512 გიგაბაიტიან მოდელზე დამატებული იქნებოდა 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების microSD  -  იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე დიდი მოცულობის მქონე ბარათი. გამოიყენებს Samsung-ი 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ჩიპებს უახლოეს მომავალში? - არ არის გამორიცხული, რადგან ხმები ვრცელდება, რომ მომავალი Galaxy S10 სმარტფონის ხაზში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის მოდელი 12 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 1 ტერაბაიტი მეხსიერებით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.