Magdalena Posted February 1, 2019 Posted February 1, 2019 კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს მსოფლიოში პირველი 1-ტერაბაიტიანი eUFS-სისტემა (ინტეგრირებული უნივერსალური ფლეშ-საცავი), რომელიც განკუთვნილი იქნება მაღალი წარმადობის სმარტფონებისთვის. მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამ გადაწყვეტილების შედეგად სმარტფონებს ექნება ერთი ტერაბაიტი მეხსიერება ერთი ფლეშ-მეხსიერების ჩიპით. Samsung-ის მეხსიერების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი Cheol Choi აცხადებს, რომ 1-ტერაბაიტიანი eUFS – „როგორც მოსალოდნელია, გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალი თაობის სმარტფონებში უფრო მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისის უზრუნველყოფის საკითხში“. წაკითხვის სიჩქარე იქნება 1000 მეგაბაიტი წამში. Samsung-ის თქმით, ეს მაჩვენებელი ათჯერ მეტია ჩვეულებრივ microSD ბარათთან შედარებით. გასულ წელს Samsung-მა წარადგინა Galaxy Note 9 „1 ტერაბაიტით“, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 512 გიგაბაიტიან მოდელზე დამატებული იქნებოდა 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების microSD - იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე დიდი მოცულობის მქონე ბარათი. გამოიყენებს Samsung-ი 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ჩიპებს უახლოეს მომავალში? - არ არის გამორიცხული, რადგან ხმები ვრცელდება, რომ მომავალი Galaxy S10 სმარტფონის ხაზში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის მოდელი 12 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 1 ტერაბაიტი მეხსიერებით. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/30/18203347/samsung-1tb-flash-memory-eufs-phones-galaxy-s10 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.