Magdalena Posted January 31, 2019 Posted January 31, 2019 ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ ჩინური გიგანტი Huawei და მისი კუთვნილი ბრენდი Honor-ი გეგმავენ გამოუშვან სმარტ-ტელევიზორები მიმდინარე წლის ბოლომდე. huawei.com Honor-ი თავის პირველ სმარტ-ტელევიზორს აპრილში დააანონსებს. ამ ტელევიზორების რეალიზება იგეგმება მხოლოდ ინტერნეტ-არხებით. რაც შეეხება Huawei-ს, მის მიერ დამზადებული ტელევიზორები მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. ცნობილია, რომ ამ ტელევიზორების ზომა იქნება 65 დუიმი და მეტი. აღსანიშნავია, რომ Huawei-ის პანელები საშუალო და მაღალი ფასის კატეგორიებს იქნება მიკუთვნებული. ეს მოწყობილობები ბევრად ძვირადღირებული იქნება Honor-ის მოდელებთან შედარებით. huawei.com როგორც ცნობილია, სმარტ-ტელევიზორების მიმართულებაში სამუშაოდ კომპანია Huawei-მ უკვე შეკრიბა 200-300 სპეციალისტი. სპეციალისტთა გუნდი შევიდა ინტერნეტ-ნივთების კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ სმარტ-ტელევიზორების ბაზარზე გასვლას გეგმავს სმარტფონების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - OnePlus. მისი ბაზარზე გასვლა დაახლოებით მოხდება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში. https://3dnews.ru/981925 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.