Jump to content

Recommended Posts

Posted

ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ ჩინური გიგანტი Huawei და მისი კუთვნილი ბრენდი Honor-ი გეგმავენ გამოუშვან სმარტ-ტელევიზორები მიმდინარე წლის ბოლომდე. 

image.jpeg

 

huawei.com 

Honor-ი თავის პირველ სმარტ-ტელევიზორს აპრილში დააანონსებს. ამ ტელევიზორების რეალიზება იგეგმება მხოლოდ ინტერნეტ-არხებით. 

რაც შეეხება Huawei-ს, მის მიერ დამზადებული ტელევიზორები მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. ცნობილია, რომ ამ ტელევიზორების ზომა იქნება 65 დუიმი და მეტი. 

აღსანიშნავია, რომ Huawei-ის პანელები საშუალო და მაღალი ფასის კატეგორიებს იქნება მიკუთვნებული. ეს მოწყობილობები ბევრად ძვირადღირებული იქნება Honor-ის მოდელებთან შედარებით.  

image.jpeg 

huawei.com 

როგორც ცნობილია, სმარტ-ტელევიზორების მიმართულებაში სამუშაოდ კომპანია Huawei-მ უკვე შეკრიბა 200-300 სპეციალისტი. სპეციალისტთა გუნდი შევიდა ინტერნეტ-ნივთების კატეგორიაში. 

უნდა აღინიშნოს, რომ სმარტ-ტელევიზორების ბაზარზე გასვლას გეგმავს სმარტფონების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - OnePlus. მისი ბაზარზე გასვლა დაახლოებით მოხდება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.