Magdalena Posted January 31, 2019 Posted January 31, 2019 კომპანია Tesla-მ მიმდინარე თვეში ბევრად გაზარდა ფასები Model S-სა და Model X-ზე: ორივე მათგანი გაძვირდა თითქმის 15 ათასი დოლარით. ითვლებოდა, რომ კომპანია ამგვარად ცდილობს გაზარდოს „ბიუჯეტური“ Tesla Model 3-ის გაყიდვები ან ამზადებს ახალ მოდიფიკაცებს აკუმულატორების გაუმჯობესებული არქიტექტურით. ამჯერად უკვე ცნობილია, რომ კომპანია ემზადებოდა ხაზის განახლებისთვის, რომელიც შედგენილი იქნებოდა „გაიაფებული“ Model S-ისა და აკუმულატორის შეზღუდული სიმძლავრის მქონე Model X-ისგან. ახალი მოდიფიკაცების გამოშვებასთან ერთად, განახლდა ავტომობილების სახელწოდებებიც - ახლა უკვე გაცილებით ადვილია მათი დამახსოვრება. ყველა მოდელს აქვს 100 კვტ/სთ-იანი აკუმულატორი, უბრალო დასახელების მქონე საბაზისო მოდელებს კი (Model S და Model X) - შემცირებული სიმძლავრე ექნებათ. რამდენად შემცირდა სიმძლავრე - კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ღირებულება და მახასიათებლები ამგვარია: Model S: ფასი: 85,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 498 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.1 წმ. Model X: ფასი: 88,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 434 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.7 წმ. ავტომობილებს, რომლებიც ამ დრომდე იწოდებოდა, როგორც Model S და Model X 100D - ახლა უკვე ქვია „Extended Range“. ეს სწორედ ის მოდელებია, რომლებიც წლის დასაწყისში გაძვირდა, თუმცა ხაზის განახლებამ განაპირობა მათზე ფასის 1000 დოლარით დაწევა. Model S Extended Range: ფასი: 93,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 539 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.1 წმ. Model X Extended Range: ფასი: 96,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 474 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.7 წმ. ცვლილებები შეეხო Model S და Model X P100D-საც - ამიერიდან მათი სახელწოდებებია Model S და X Performance: Model S Performance: ფასი: 112,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 506 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 3 წმ. Model X Performance: ფასი: 117,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 465 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 3.5 წმ. მაქსიმალური სიჩქარის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი მოდიფიკაცია Ludicrous Mode. რაღა თქმა უნდა, ეს მოდელები გაცილებით ძვირადღირებულია: Model S Performance w/ Ludicrous Mode: ფასი: 132,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 506 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 2.4 წმ. Model X Performance w/ Ludicrous Mode: ფასი: 137,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 465 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 2.8 წმ. https://hi-news.ru/auto/avtomobili-tesla-model-s-i-model-x-smenili-nazvaniya-xarakteristiki-i-ceny.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.