Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურული კომპანია Elementus-ის ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირველი შეტევიდან ორი კვირის შემდეგ კრიპტოვალუტების ახალზელანდიური პლატფორმა Cryptopia ჯერ კიდევ კიბერშეტევის საფრთხის ქვეშ იმყოფება.   

ბირჟამ საქმიანობა შეაჩერა შეტევის აღმოჩენის შემდეგ 15 იანვარს. Cryptopia-ს განცხადების თანახმად, ბირჟამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა 14 იანვარს განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად. პლატფორმამ თავდაპირველად აღნიშნა, რომ გამოუშვებდა რამოდენიმე მცირე განახლებას დანაშაულის გამჟღავნებამდე. 

20 იანვარს Elementus-მა განაცხადა, რომ მოპარულია 16 მლნ დოლარის ღირებულების ეთერიუმისა და ERC20-ის ტოკენები. ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეთერიუმის საჯარო ბლოკჩეინმა აჩვენა, რომ რესურსების გატანა დაიწყო 13 იანვარს დილით  Cryptopia-ს ორი მთავარი საფულიდან: ერთ მათგანში ეთერიუმი ინახებოდა, მეორეში კი - სხვა ტოკენები.  

ამჯერად კი Elementus-ი აცხადებს, რომ შეტევა გრძელდება და ჰაკერებმა 1675 ETH (175 875 დოლარი) მოიპარეს Cryptopia-ს 17 ათასი საფულიდან: წაიღეს ის თანხა, რაც ამ მისამართებზე დაგროვდა. ამ 17 ათასი დაზარალებული საფულიდან 5 ათასი  პირველი შეტევისას დაზარალებულიცაა, პლატფორმის გატეხვის შემდეგ საფულეები ისევ შეივსო. 

როგორც Elementus-ი აცხადებს, ნათელია, რომ მიმდინარე კიბერთავდასხმაში იგივე ჰაკერი ან ჰაკერთა ჯგუფია დამნაშავე, რადგანაც რესურსების გადინება იმავე მისამართზე მოხდა, სადაც პირველი შეტევისას. ორივე ზემოთხსენებული მისამართი მოინიშნა, როგორც საფრთხის ქვეშ არსებული და მომხმარებლებს გაფრთხილება მიეცათ - ფრთხილად ემოქმედათ მისამართებთან ინტერაქციებში. 

ბლოგზე კეთდება დასკვნა, რომ Cryptopia ვერ აკონტროლებს თავის ეთერიუმ-საფულეებს, ჰაკერი კი კვლავ აქტიურია. ზოგიერთი კრიპტო-ქომიუნითი კი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი შემთხვევა არ არის მეორე თავდასხმა, არამედ თავდაპირველის გაგრძელებაა.  

  • Like 1
Posted

QuadrigaCX-დან ცოტა ხნის წინ 190 მილიონი $-ის ექვივალენტი კრიპტო გაქრა სამუდამოდ, პოტენციურად.

როგორც ამბობენ, ქოლდ ვოლეთის გასაღებები მხოლოდ დირექტორს ჰქონდა, რომელიც გარდაიცვალა.

სიდიდით რიგით მეორე დანაკარგია მგონი კრიპტოეთში.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.