Magdalena Posted January 30, 2019 Posted January 30, 2019 20 თებერვალს უნდა მოხდეს დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ის წარდგენა. საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რომ ამგვარ მოწყობილობებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორისაა Xiaomi, Huawei, LG და Motorola. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მათ რიცხვს პროცესორების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი - Intel-იც შეუერთდა. კომპანიამ უკვე დააპატენტა ნიმუში. არსებული მონაცემების მიხედვით, Intel-ის პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენტების მოწყობილობებისგან. პირველ რიგში, დაკეცილი მდგომარეობისას იგი სრულფასოვან სმარტფონს მოგვაგონებს. მეორე - მოწყობილობის დაკეცვა სამგვარად იქნება შესაძლებელი. მესამე - ახალ სმარტფონს ექნება სტილუსის მხარდაჭერა, ელექტროფანქარი კი მოწყობილობის ერთ-ერთ ნაკეცში შეინახება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ის დრეკად სმარტფონს შეეძლება მიიღოს პრიზმის ფორმა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე და არა Android-ზე. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23818/intel-mozhet-predstavit-smartfon-s-gibkim-ekranom 2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.