Jump to content

Recommended Posts

Posted

მაქს პლანკის სახელობის ინტელექტუალური სისტემების შტუტგარტის ინსტიტუტის მკვლევარები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ მიკრობოტების შექმნას სხვადასხვ დაავადების მკურნალობისთვის. ამ დროისთვის მათ უკვე წარმატებით შეძლეს მინიატურული რობოტების ტესტირება, რომელთაც შეუძლიათ თვალში გადაადგილება. ამასთან, მათი ზომა იმდენად მცირეა, რომ ისინი „მუშაობისას“ არც კი აზიანებენ თვალის ბროლის სუბსტანციას. 

image.jpeg 

მინიატურული რობოტები ადამიანის თმაზე ორასჯერ უფრო წვრილია, ერთ-ერთ დაბოლოებაზე აქვთ ინერტული მასალისგან დამზადებული „ბურღი“, მეორე მხარეს კი - 500 ნანომეტრის სიგანის ნანოპროპელერები. თავად ნანორობოტების ზედაპირი გლუვია, რაც საშუალებას იძლევა შეუფერხებლად გადაადგილდნენ ქსოვილში მის დაუზიანებლად. 

image.jpeg 

ზემოთხსენებული პროპელერები, გარდა იმისა, რომ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, აგრეთვე წარმოადგენენ თერაპევტული საშუალებების რეზერვუარს და შეუძლიათ მედიკამენტის ე.წ. target-ირება (ანუ, სადაც საჭიროა, იმ ადგილს მიაწვდიან წამალს). სისხლძარღვებში გადაადგილების უნარის მქონე ნანორობოტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში target-ირება სირთულეებთანაა დაკავშირებული: პირველი სირთულე - ეს არის თვალის უჯრედების ბლანტი კონსისტენცია და მკვრივი მოლეკულური მატრიცა, რომელშიც რობოტმა უნდა გაიაროს. მეორე - თვალის შიგნით ბიოპოლიმერების ქიმიური თვისებები ხელს უშლის ნანორობოტს გადაადგილებაში. მესამე კი დამახასიათებელია მსგავსი მოწყობილობებისთვის: საჭიროა რობოტის მართვა.  

ბოლო საკითხი მეცნიერებმა მოაგვარეს რკინის მსგავსი მასალის ამატებით, რის შედეგადაც რობოტები მაგნიტურ ველზე რეაგირებენ. დანარჩენი ორი პრობლემა კი შესაძლებელია მოგვარდეს მწერების მომწამვლელი მცენარეებისგან მიღებული ბიომატერიალით. 

„ზედაპირის დაფარვის იდეა ჩვენ ბუნებისგან ვისესხეთ. ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად სარაცენიასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს აქვთ მეტად სრიალა ზედაპირი, რათა მწერები მიიზიდონ. ჩვენ შევქმენით ამგვარი ზედაპირი და მას გადამწყვეტი მნიშვნელობ აქვს ჩვენი რობოტების თვალის შიგნით მოძრაობისთვის“ - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ზინგუან ვუმ. 

image.jpeg 
ფოტოზე: მოწყობილობა ნანორობოტების შეყვანისა და კონტროლისთვის  

ამასთან, რობოტების უნივერსალური ფორმის წყალობით მათი გამოყენება ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებშიც შესაძლებელია. 

გვსურს ჩვენი რობოტები გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად იმ შემთხვევებში, როდესაც სამკურნალო ზონა რთულადმისაწვდომია და გარემოცულია მკვრივი ქსოვილით“. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.