Dachi Avkopashvili Posted January 27, 2019 Posted January 27, 2019 450-650 ლარის ფარგლებში რა ტელეფონს მირჩევთ? მე ხიაომი მი ა2-ს ვფიქრობ. იქნებ მირჩიოთ სხვა რამ ან თუ მი ა2 გაქვთ გამოცდილება გამიზიაროთ. მადლობა წინასწარ
Barca Posted January 29, 2019 Posted January 29, 2019 კი A2 კარგი მოდელია მაგ ფასში არცაა დიდი არჩევანი და მგონი ჯობია პირდაპირ ეგ იყიდო
Dachi Avkopashvili Posted January 29, 2019 Author Posted January 29, 2019 მადლობა. და ზუმერზე ხო არ იცით რამე. ამბობენ დუბაიდან შემოაქვსო.
Barca Posted January 29, 2019 Posted January 29, 2019 კი დუბაიდან შემოაქვთ, მაგრამ Global Version-ს თუ იყიდი არ აქვს დიდი აზრი საიდან იქნება შემოტანილი, ერთი სხვაობა შეიძლება იყოს დამტენის თავი, ანუ აზიური მოყვეს და ადაპტერი დაჭირდეს აქ, ეგეც არაა პრობლემა მაგალითად Samsung-ზე კარგად უნდა ნახო რა ვერსიას ყიდიან, ყოფილა შემთხვევები სამხრეთ ამერიკის სტოკი ჰქონდათ, მერე განახლებები გვიანდებოდა იმათზე ან საერთოდ არ გამოდიოდა მოკლედ რომ გითხრა, დუბაიში იყიდება სხავდასხვა ქვეყნებისთვის წარმოებული სმარტფონები, ის სტოკი რომელიც ვერ გაიყიდა იქ და უკან დაბრუნდა ან ჯერ არ წასულა იმ ბაზარზე, ზოგჯერ ოპერატორის სმარტფონები, აი აიფონ პლიუს რომ ჰქონდა ხოლმე აიფონები, ზოგს მოყვებოდა ამერიკული სიმბარათები ანუ ამერიკული სტოკი იყო, ეგ არ ნიშნავს რომ არაორიგინალია, უბრალოდ იშვიათად იქმნება პრობლემა ჩვენს ოპერატორებთან მუშაობაში ან დენზე.
Dachi Avkopashvili Posted January 29, 2019 Author Posted January 29, 2019 ანუ დიდად არ აქვს აზრი სად ვიყიდი ხო?
Barca Posted January 30, 2019 Posted January 30, 2019 ბრენდს გააჩნია, მთავარია ორიგინალი იყოს, Xiaomi-ზე წესით არ აქვს დიდი აზრი, უბრალოდ კარგად შეამოწმე ყიდვისას
Barca Posted January 31, 2019 Posted January 31, 2019 რა ვიცი ყველაფერი ნუ პირველ რიგში ნახე შიდა მენიუსი უნდა ჰქონდეს საერთაშორის ვერსიას რუსული, ინგლისურ და სხვა ძირითადი ენები ყუთზეც უნდა ეწეროს რომ Global Version არის
Dachi Avkopashvili Posted January 31, 2019 Author Posted January 31, 2019 მაგეებს შევუმოწმებ. მადლობა. ბარემ რამე კარგი ყურსასმენი ხო არ იცი ძაან ძვირი რომ არ იყოს ისეთი ოღონდ
Barca Posted January 31, 2019 Posted January 31, 2019 რავი მე S7 Edge-ის ყურსასმენი მაქვს ადრე გამოვიწერე იბეიდან და ძაან მომწონს მაკმაყოფილებს აქაც ნახავ ნორმალურებს სადღაც 40-50 ლარში
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.