Magdalena Posted January 26, 2019 Posted January 26, 2019 (edited) მსოფლიოს პალეონტოლოგები ცდილობენ მაქსიმუმი გაიგონ შორეულ წარსულში მცხოვრები ცხოველების შესახებ. მათ სურთ გაიგონ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, რითი იკვებებოდნენ და როგორ მოძრაობდნენ. ამ სფეროში დიდი ნაბიჯი გადადგეს შვეიცარიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა - მათ შექმნეს ხვლიკის რობოტიზირებული ჩონჩხი - ხვლიკის, რომელიც 300 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე. იმისათვის, რომ აღედგინათ მისი მოძრაობები რეალისტურად, მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება და გათხრების დროს აღმოჩენილი მონაცემები. შედეგი მეტად საინტერესოა. როგორ გადაადგილდება ხვლიკი-რობოტი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=xztrtNxyZqQ რობო-ჩონჩხი შექმნილია უძველესი არსების, სახელად Orobates pabsti-ის საფუძველზე. იგი გამოყურებოდა როგორც უზარმაზარი სალამანდრა და იმყოფებოდა ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს არსება იყო გარდამავალი რგოლი ამფიბიასა და ძუძუმწოვარს შორის. მეცნიერებმა სწორედ ეს ხვლიკი ამოარჩიეს ექსპერიმენტისთვის, რადგან შესაძლებელი იყო მისი გაქვავებული ძვლები დაეკავშირებინათ აღმოჩენილ ნაფეხურებთან. მოძრავ რობო-ჩონჩხზე მუშაობის პირველ ეტაპზე მეცნიერებმა შეისწავლეს თანამედროვე სალამანდრის, იგუანისა და კაიმანის მოძრაობა-გადაადგილების ტიპები. რენტგენის დახმარებით მკვლევარებმა გაარკვიეს, როგორ დგანან ისინი ვერტიკალურ მდგომარეობაში და როგორ მოძრაობს მათი ხერხემალი და სახსრები მოძრაობის დროს. მიღებული მონაცემები შეუსაბამეს უძველესი ხვლიკის ნაკვალევს და არსების კომპიუტერული მოდელი იმგვარად დააპროექტეს, რომ მოძრაობისას მისი ძვლები და სახსრები არ დაიშალოს. https://hi-news.ru/research-development/uchenye-sozdali-robotizirovannuyu-kopiyu-drevnego-yashhera.html Edited February 2, 2019 by Power_VANO მილიონი 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.