Jump to content

Recommended Posts

Posted

ტეხასში, კომპანიის გამშვებ მოედანზე არსებული, SpaceX Starship-ის პირველი პროტოტიპი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო აფრენა-დაშვების ტესტირება, მნიშვნელოვნად დაზიანდა ძლიერი ქარისგან. 

image.jpeg 

ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა SpaceX-ის დამკვირვებელმა მარია პოინტერმა. ფოტოებზე ჩანს, რომ კოსმოსურ ხომალდს წინა ნაწილი მოსძვრა და მიწაზე დაეცა. 

Starship-ის ცხვირი დაახლოებით დილის ხუთ საათზე მოძვრა ხომალდს, თუმცა ხმაური ღამის ორ საათზე გვესმოდა“ -  განაცხადა პოინტერმა. მან აღნიშნა, რომ ინციდენტის წინ მეტეოსამსახურიდან არანაირი გაფრთხილება არ შემოსულა მოსალოდნელი გრიგალის შესახებ. 

image.jpeg

 

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Twitter-ზე დაადასტურა მომხდარი შემთხვევა და აღნიშნა, რომ 80,5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარმა დაშალა მიმაგრების სისტემა და რაკეტას წინა ნაწილი მოაძრო. „შეკეთებას რამოდენიმე კვირა დასჭირდება“ - განაცხადა მასკმა და დაამატა, რომ ხომალდის ქვედა ნაწილში არსებული საწვავის ავზები მწყობრშია. 

SpaceX-მა პლანეტათშორისი რაკეტის - Starship-ის დემონსტრირება იანვრის დასაწყისში მოახდინა. ეს არის სატესტო ვერსია, რომელიც არ არის განკუთვნილი კოსმოსში გაშვებისთვის. მასკის თქმით, Starship-ის ორბიტალური ვერსია ივნისისთვის იქნება მზად. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.