Magdalena Posted January 26, 2019 Posted January 26, 2019 ტეხასში, კომპანიის გამშვებ მოედანზე არსებული, SpaceX Starship-ის პირველი პროტოტიპი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო აფრენა-დაშვების ტესტირება, მნიშვნელოვნად დაზიანდა ძლიერი ქარისგან. ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა SpaceX-ის დამკვირვებელმა მარია პოინტერმა. ფოტოებზე ჩანს, რომ კოსმოსურ ხომალდს წინა ნაწილი მოსძვრა და მიწაზე დაეცა. „Starship-ის „ცხვირი“ დაახლოებით დილის ხუთ საათზე მოსძვრა ხომალდს, თუმცა ხმაური ღამის ორ საათზე გვესმოდა“ - განაცხადა პოინტერმა. მან აღნიშნა, რომ ინციდენტის წინ მეტეოსამსახურიდან არანაირი გაფრთხილება არ შემოსულა მოსალოდნელი გრიგალის შესახებ. SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Twitter-ზე დაადასტურა მომხდარი შემთხვევა და აღნიშნა, რომ 80,5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარმა დაშალა მიმაგრების სისტემა და რაკეტას წინა ნაწილი მოაძრო. „შეკეთებას რამოდენიმე კვირა დასჭირდება“ - განაცხადა მასკმა და დაამატა, რომ ხომალდის ქვედა ნაწილში არსებული საწვავის ავზები მწყობრშია. SpaceX-მა პლანეტათშორისი რაკეტის - Starship-ის დემონსტრირება იანვრის დასაწყისში მოახდინა. ეს არის სატესტო ვერსია, რომელიც არ არის განკუთვნილი კოსმოსში გაშვებისთვის. მასკის თქმით, Starship-ის ორბიტალური ვერსია ივნისისთვის იქნება მზად. https://3dnews.ru/981662 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.