Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

G7 სმარტფონის სრული ლაინაფი - ფოტოები და მახასიათებლები გამოჩნდა ვებ-გვერდ Motorola Brazil-ზე, საიდანაც მალევე წაშალეს სრული ინფორმაცია, თუმცა წყაროებმა მოასწრეს ინფორმაციის მიღება.  

G7 სერიის ოთხივე სმარტფონს ექნება თხელი ჩარჩოები, ჭრილიანი დისპლეი, ყურსასმენების კონექტორი და იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Pie-ზე. G7, G7 Play და G7 Power მოდელებს ექნება Snapdragon 632 პროცესორი, G7 Plus სმარტფონს კი - Snapdragon 636. G7 Plus-ს ასევე აქვს მთლიან სერიაში საუკეთესო მახასიათებლების მქონე კამერები: მისი ფრონტალური კამერა 12 მეგაპიქსელიანია, ორი უკანა კამერა კი 16+5 მეგაპიქსელიანი. G7 Power-ს, როგორც მის სახელწოდებას შეესაბამება, ექნება დანარჩენ სამ სმარტფონზე მძლავრი ბატარეა - 5000 მილიამპერი/სთ მოცულობით. დანარჩენი სამი სმარტონის ბატარეის მოცულობაა 3000 მილიამპერი/სთ. 

G7 სერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი მოლოდინია. მას ამ დროისთვის ბაზარზე საუკეთესო ბიუჯეტურ სმარტფონად მიიჩნევენ. წინა თაობის - G6 სერიის სმარტფონებმა დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც The Verge-ის წარმომადგენელი აღნიშნავდა, G6 სმარტფონი, რომელიც 250 აშშ დოლარი ღრდა, „გამოიყურებოდა, როგორც ორჯერ ძვირი სმარტფონი“. 

ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე, თუმცა, The Verge-ის ინფორმაციით, Motorola 7 თებერვალს გამოუშვებს G7 სერიას. 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.