Magdalena Posted January 26, 2019 Posted January 26, 2019 G7 სმარტფონის სრული ლაინაფი - ფოტოები და მახასიათებლები გამოჩნდა ვებ-გვერდ Motorola Brazil-ზე, საიდანაც მალევე წაშალეს სრული ინფორმაცია, თუმცა წყაროებმა მოასწრეს ინფორმაციის მიღება. G7 სერიის ოთხივე სმარტფონს ექნება თხელი ჩარჩოები, ჭრილიანი დისპლეი, ყურსასმენების კონექტორი და იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Pie-ზე. G7, G7 Play და G7 Power მოდელებს ექნება Snapdragon 632 პროცესორი, G7 Plus სმარტფონს კი - Snapdragon 636. G7 Plus-ს ასევე აქვს მთლიან სერიაში საუკეთესო მახასიათებლების მქონე კამერები: მისი ფრონტალური კამერა 12 მეგაპიქსელიანია, ორი უკანა კამერა კი 16+5 მეგაპიქსელიანი. G7 Power-ს, როგორც მის სახელწოდებას შეესაბამება, ექნება დანარჩენ სამ სმარტფონზე მძლავრი ბატარეა - 5000 მილიამპერი/სთ მოცულობით. დანარჩენი სამი სმარტფონის ბატარეის მოცულობაა 3000 მილიამპერი/სთ. G7 სერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი მოლოდინია. მას ამ დროისთვის ბაზარზე საუკეთესო ბიუჯეტურ სმარტფონად მიიჩნევენ. წინა თაობის - G6 სერიის სმარტფონებმა დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც The Verge-ის წარმომადგენელი აღნიშნავდა, G6 სმარტფონი, რომელიც 250 აშშ დოლარი ღირდა, „გამოიყურებოდა, როგორც ორჯერ ძვირი სმარტფონი“. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე, თუმცა, The Verge-ის ინფორმაციით, Motorola 7 თებერვალს გამოუშვებს G7 სერიას. https://www.theverge.com/2019/1/24/18196200/motorola-moto-g7-power-plus-play 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.