Magdalena Posted January 26, 2019 Posted January 26, 2019 სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამედიცინო დაზღვევის ამერიკულმა გიგანტმა Aetna-მ პარტნიორული შეთანხმება დადო IBM-თან ბლოკჩეინ-ქსელის შექმნისთვის, რომელიც იქნება ჯანდაცვის ინდუსტრიასთან ადაპტირებული. Aetna, როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში 39 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მან გამოაქვეყნა IBM-სთან ერთად გაკეთებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა შემუშავებულ იქნება სადაზღვევო მოთხოვნებისა და საანგარიშსწორებო მონაცემების დამუშავების ოპტიმიზაციისთვის. მცირე ხნის წინ სადაზღვევო გიგანტი გაერთიანდა საცალო სააფთიაქო და სამედიცინო კომპანიასთან - CVS Health Corp-თან. ამერიკული საფინანსო მომსახურების კომპანიის - PNC Bank-ის გარდა ამ ინიციატივას კიდევ ორი სამედიცინო სადაზღვევო კომპანიაც შეუერთდა. ისინი მომსახურებას უწევენ ჯამში 55 მილიონ მომხმარებელს: ეს კომპანიებია - ჯანდაცვის ამერიკული არაკომერციული კორპორაცია 15 მილიონზე მეტი მომხმარებლითა და - Anthem Inc. რომელიც 40 მილიონზე მეტ პირს უწევს მომსახურებას. PNC Bank-ის სახაზინო მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრის უორდმა (Chris Ward) სააგენტო Reuters-ს განაცხადა, რომ ბლოკჩეინის გამოყენებით შესაძლებელი გახდება „მოგვარდეს დუბლირების, ადმინისტრაციული შეფერხების შემთხვევები, რომლებიც ხელს უშლიან ინდუსტრიის განვითარებას“. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში პროექტს ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან. Aetna - ეს არის ამერიკული მსხვილი სამედიცინო კომპანიების გაერთიანება. კომპანიებმა გასულ წელს ალიანსი შექმნეს, რათა გამოეყენებინათ ბლოკჩეინი მონაცემთა ინტეგრაციის, უსაფრთხოებისა და ხარჯების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ინიციატივას აგრეთვე უერთდება ჯანდაცვის წამყვანი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია - Ascension. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია აგრძელებს პოპულარობის მოხვეჭას მსოფლიოს ჯანდაცვაში. სადაზღვევოები, კლინიკები და სხვა პროფესიული დაწესებულებები სწავლობენ მის უპირატესობებს მონაცემთა გაცვლის, დაცვისა და ოპტიმიზაციისთვის ნებისმიერ ინფორმაციასთან მიმართებაში, რაც ჯანდაცვასთან კავშირშია. https://cointelegraph.com/news/insurance-giant-aetna-partners-with-ibm-on-blockchain-network-for-healthcare-industry 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.