Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამედიცინო დაზღვევის ამერიკულმა გიგანტმა Aetna-მ პარტნიორული შეთანხმება დადო IBM-თან ბლოკჩეინ-ქსელის შექმნისთვის, რომელიც იქნება ჯანდაცვის ინდუსტრიასთან ადაპტირებული. 

Aetna, როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში 39 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მან გამოაქვეყნა IBM-სთან ერთად გაკეთებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა შემუშავებულ იქნება სადაზღვევო მოთხოვნებისა და საანგარიშსწორებო მონაცემების დამუშავების ოპტიმიზაციისთვის. მცირე ხნის წინ სადაზღვევო გიგანტი გაერთიანდა საცალო სააფთიაქო და სამედიცინო კომპანიასთან - CVS Health Corp-თან. 

მერიკული საფინანსო მომსახურების კომპანიის - PNC Bank-ის გარდა ამ ინიციატივას კიდევ ორი სამედიცინო სადაზღვევო კომპანიაც შეუერთდა. ისინი მომსახურებას უწევენ ჯამში 55 მილიონ მომხმარებელს: ეს კომპანიებია - ჯანდაცვის ამერიკული არაკომერციული კორპორაცია 15 მილიონზე მეტი მომხმარებლითა და - Anthem Inc. რომელიც 40 მილიონზე მეტ პირს უწევს მომსახურებას. 

PNC Bank-ის სახაზინო მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრის უორდმა (Chris Ward) სააგენტო Reuters-ს განაცხადა, რომ ბლოკჩეინის გამოყენებით შესაძლებელი გახდება „მოგვარდეს დუბლირების, ადმნისტრაციული შეფერხების შემთხვევები, რომლებიც ხელს უშლიან ინდუსტრიის განვითარებას“. 

როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში პროექტს ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან. 

Aetna - ეს არის ამერიკული მსხვილი სამედიცინო კომპანიების გაერთიანება. კომპანიებმა გასულ წელს ალიანსი შექმნეს, რათა გამოეყენებინათ ბლოკჩეინი მონაცემთა ინტეგრაციის, უსაფრთხოებისა და ხარჯების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ინიციატივას აგრეთვე უერთდება ჯანდაცვის წამყვანი ამერიკული არაკომერციული  ორგანიზაცია - Ascension. 

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია აგრძელებს პოპულარობის მოხვეჭას მსოფლიოს ჯანდაცვაში. სადაზღვევოები, კლინიკები და სხვა პროფესიული დაწესებულებები სწავლობენ მის უპირატესობებს მონაცემთა გაცვლის, დაცვისა და ოპტიმიზაციისთვის ნებისმიერ ინფორმაციასთან მიმართებაში, რაც ჯანდაცვასთან კავშირშია. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.