Magdalena Posted January 25, 2019 Posted January 25, 2019 AMD-სთან დაკავშირებით ორი სიახლე გახდა ცნობილი: პირველი - AMD Navi 10-ის გრაფიკის გამოყენება Microsoft-ის გეიმინგ-კონსოლებში და მეორე - AMD დაკავებულია Ray-Tracing-ს რეალიზებით როგორც პროგრამულ, ასევე აპარატულ დონეზე. თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ამ ფუნქციის მქონე მოწყობილობები როდის გამოვა ბაზარზე. ფოტოს წყარო: AMD რესურსი WCCFTech იტყობინება, რომ ამჟამად არსებული Xbox-ის შთამომავალ კონსოლს საფუძვლად დაედება მაღალი ინტეგრაციის მქონე AMD-ს გადაწყვეტილება - Anubis, რომელშიც გამოთვლით ნაწილზე პასუხისმგებელი იქნება რვაბირთვიანი პროცესორი Zen 2 არქიტექტურით, დისკრეტული გრაფიკა კი წარმოდგენილი იქნება Navi არქიტექტურის 12 TFLOP ბირთვით. GDDR6 ტიპის მეხსიერების მოცულობა იქნება 16 გბ. გამოყენებული იქნება SSD NVMe. ამ კონსოლზე Ray-Tracing-ი რეალიზებული იქნება DirectX-ის მეშვეობით. დანარჩენი დეტალები სავარაუდოდ ცნობილი გახდება GDC 2019-ზე, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება. https://overclockers.ru/hardnews/show/95497/amd-navi-obespechit-sledujuschuju-igrovuju-konsol-microsoft-podderzhkoj-trassirovki-luchej 2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.