Magdalena Posted January 24, 2019 Posted January 24, 2019 Google-ს თავისი კუთვნილი, ტაივანის მონაცემთა ცენტრი განახლებად ენერგიაზე გადაჰყავს - იტყობინება TechCrunch. Google თანამშრომლობს შემდეგ კომპანიებთან: Diode Ventures, Taiyen Green Energy, J & V Energy და New Green Power. ამ პარტნიორობის შედეგად იგი ააშენებს ელექტროსადგურს ათკილოვატიანი მზის ბატარეებით ქალაქ ტაიბეის შემოგარენში. ეს სადგური მონაცემთა ცენტრიდგან 100 კილომეტრით იქნება დაშორებული. კორპორაციამ იხელმძღვანელა ტაივანის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით. ახალი წესები არაპროფილურ კომპანიებს საშუალებას აძლევს შეუზღუდავად გამოიყენონ განახლებადი ენერგია. ხელისუფლება თვლის, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ბირთვულ ენერგიაზე თანდათანობით უარის თქმას და გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროების წილის 20%-იან ზრდას 2025 წლისთვის. ამ დროისთვის Google-ს აქვს განახლებად ენერგიაზე მომუშავე რამოდენიმე ცენტრი - ყველა მათგანი აშშ-ში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში მდებარეობს. ტაივანის ცენტრი Google-ის პირველი „მწვანე“ პროექტია აზიაში. აგრეთვე ცნობილია, რომ Facebook-ი გახსნის მონაცემთა ცენტრს აზიაში - ეს იქნება 1 მლრდ დოლარის ღირებულების 11-სართულიანი შენობა. იგი აშენდება სინგაპურში ტექნოლოგია StatePoint Liquid Cooling-ის (SPLC) მიხედვით. ეს ტექნოლოგია გულისხმობს წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებ გამოყენებას სერვერების გაგრილებისთვის. https://hightech.fm/2019/01/23/google-green 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.