Magdalena Posted January 23, 2019 Posted January 23, 2019 კომპანია Apple-მა, როგორც ჩანს, მოახდინა უსადენო დამტენის - Airpower-ის გამოშვების ორგანიზება. ყოველ შემთხვევაში, წარმოების დაწყების შესახებ იტყობინება რესურსი Digitimes-ი იმ წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მომწოდებელთა არხებიდან გახდა ცნობილი. უსადენო დამტენის, Airpower-ის წარდგენა მოხდა ჯერ კიდევ 2017 წელს. Apple-ის ჩანაფიქრით, ამ დამტენმა უნდა შეძლოს ერთდროულად რამოდენიმე გაჯეტის დამუხტვა - მაგალითად, სმარტ-საათის Apple Watch-ისა და iPhone-ის. AirPower-ის კომერციულ ბაზარზე გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წლისთვის, თუმცა მოწყობილობამ ტექნიკის მაღაზიებამდე ვერ მიაღწია. ცნობილი გახდა, რომ Apple-ის მოწყობილობას პრობლემები აღმოაჩნდა: დამტენის გადახურება, ხარვეზები და ა.შ. მოკლედ, თუკი Digitimes-ის ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, Apple-მა შეძლო ხარვეზების გამოსწორება და ამჟამად უსადენო დამტენი Airpower-ი უკვე მზადაა გაყიდვაში გაეშვას - ეს მოხდება „მოგვიანებით 2019 წელს“. თავად კომპანია Apple ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. https://3dnews.ru/981487 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.