Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებს მოუწევთ შედარებით მეტი გადაიხადონ თავიანთი ავტომობილების დამუხტვისას. ელექტრომანქანების მწარმოებელმა ფასები გაზარდა თავის დამტენ სადგურებზე - Supercharger-ებზე მას შემდეგ, რაც დანერგა ანგარიშსწორების ახალი სტრუქტურა. 

ამ დრომდე, კომპანია მძღოლებს უწესებდა ფასებს შტატების/რეგიონების საგადასახადო სქემის მიხედვით. ამჯერად კი კომპანია გადადის  დამტენი სადგურების ინდივიდუალური ფასის სტრუქტურაზე  იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ადგილობრივი მოთხოვნა და ტარიფები ელექტროენერგიაზე. საიტი Electrek-ი, რომელმაც ეს ინფორმაცია გააჟღერა, ასევე მიუთითებს, რომ ნიუ-იორკელ მძღოლებს უწევდათ 0.24 დოლარის გადახდა კვტ/სთ-ზე, ბოლო პერიოდში კი ფასმა 0,32 დოლარამდე აიწია (გაიზარდა 33%-ით). ევროპაში მცხოვრები მძღოლებიც აღნიშნავენ მათთვის ფასის მატებას.  

გასულ წელს Tesla-მ 20-დან 40 პროცენტამდე ყველგან გაზარდა ფასი pay-per-use-მომხმარებლებისთვის. კომპანიის პრეს-მდივანმა Electrek-ს განუცხადა, რომ კომპანია „ახდენს Supercharging-ის ფასების კორექტირებას, რათა უკეთ აისახოს განსხვავება ელექტროენერგიის ადგილობრივ დანახარჯებსა და გვერდით გამოყენებას შორის“, ამავე დროს მან განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს Supercharging-სადგურები „მოგების ცენტრად“აქციოს. 

ფასების სქემაში ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია დაასრულებს თავის რეფერალურ პროგრამას მომხმარებლებისთვის. კომპანიის მხრიდან ეს ნაბიჯი წარმოადგენს ხარჯების შემცირების მცდელობას: როგორც ცნობილია, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ გასული წლის შემოდგომა იყო კომპანიისთვის მოგების მომტანი. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.