Magdalena Posted January 23, 2019 Posted January 23, 2019 Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებს მოუწევთ შედარებით მეტი გადაიხადონ თავიანთი ავტომობილების დამუხტვისას. ელექტრომანქანების მწარმოებელმა ფასები გაზარდა თავის დამტენ სადგურებზე - Supercharger-ებზე მას შემდეგ, რაც დანერგა ანგარიშსწორების ახალი სტრუქტურა. ამ დრომდე, კომპანია მძღოლებს უწესებდა ფასებს შტატების/რეგიონების საგადასახადო სქემის მიხედვით. ამჯერად კი კომპანია გადადის დამტენი სადგურების ინდივიდუალური ფასის სტრუქტურაზე იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ადგილობრივი მოთხოვნა და ტარიფები ელექტროენერგიაზე. საიტი Electrek-ი, რომელმაც ეს ინფორმაცია გააჟღერა, ასევე მიუთითებს, რომ ნიუ-იორკელ მძღოლებს უწევდათ 0.24 დოლარის გადახდა კვტ/სთ-ზე, ბოლო პერიოდში კი ფასმა 0,32 დოლარამდე აიწია (გაიზარდა 33%-ით). ევროპაში მცხოვრები მძღოლებიც აღნიშნავენ მათთვის ფასის მატებას. გასულ წელს Tesla-მ 20-დან 40 პროცენტამდე ყველგან გაზარდა ფასი pay-per-use-მომხმარებლებისთვის. კომპანიის პრეს-მდივანმა Electrek-ს განუცხადა, რომ კომპანია „ახდენს Supercharging-ის ფასების კორექტირებას, რათა უკეთ აისახოს განსხვავება ელექტროენერგიის ადგილობრივ დანახარჯებსა და გვერდით გამოყენებას შორის“, ამავე დროს მან განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს Supercharging-სადგურები „მოგების ცენტრად“აქციოს. ფასების სქემაში ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია დაასრულებს თავის რეფერალურ პროგრამას მომხმარებლებისთვის. კომპანიის მხრიდან ეს ნაბიჯი წარმოადგენს ხარჯების შემცირების მცდელობას: როგორც ცნობილია, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ გასული წლის შემოდგომა იყო კომპანიისთვის მოგების მომტანი. https://www.theverge.com/2019/1/20/18190802/tesla-supercharger-station-price-raise 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.