Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანურმა მძიმეწონოსანმა MSI-მ, დღეს გაავრცელა ცნობები Intel-ის Huron River პლატფორმაზე მომუშავე თავისი ორი ლეპტოპის - თამაშებისათვის ორიენტირებული GE620-ისა და მულტიმედიური GR620-ის შესახებ. ორივე მოდელი აღჭურვილია 15.6-დუიმიანი (1366 x 768) LED-ბექლიტ დისპლეით და უკვე ჩატვირთული Windows 7 Home Premium სისტემით.

ახალი პროდუქტების წონა დაახლოებით 2.4 კგ-ია, მათ გააჩნიათ Easy Face facial ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა და Cinema Pro ტექნოლოგია (რომელიც ახდენს დისპლეისა და აუდიო პარამეტრების ტვიკინგს - უკეთესი მედია-გარემოს შესაქმნელად), II თაობის Core პროცესორები, DDR3 მეხსიერება, 320/500/640 გბ-იანი მყარი დისკები და DVD ან Blu-ray წამყვანები.

GR620 აღჭურვილია Intel-ის ინტეგრირებული გრაფიკით, მაშინ, როდესაც GE620 ამაყობს 1 გბ-იანი GeForce GT 540M-ით, თუმცა ორივე მათგანს გააჩნია 4-არხიანი სპიკერ-სისტემა (THX TruStudio Pro-სთან ერთად), Gigabit Ethernet-ი, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.1, 5-in-1 ქარდ-რიდერი, ორი USB 3.0 პორტი და 6-უჯრედიანი ელემენტი.

სამწუხაროდ, კომპანია არაფერს ამბობს ლეპტოპების მაღაზიებში გამოჩენის თარიღზე.

270de9094689.jpg

  • Upvote 4
Posted

წამოვა აწი სენდის ლეპტოპები...

ეგებ ნეჰალემი გაიაფდეს :spiteful:

Posted

მოკლედ ამ GeForce GT 540 ებს აქტიურად იყენებენ უკვე ყველა ლეპტოპში,მშვენიერი მობილური კარტაა ჯერ ჯერობით ბენჩებიდან როგორც ვნახე ყველა თამაშს Qაჩავს ბოლო გრაფიკაზე მინიმუმ 25-30 FPS ით გარდა Metro 2033 ისა ნუ ეს თამაში ბუნების შეცდომაა :D

მადლობა ნიუსისთვის :thumbsup:

Posted

გარდა Metro 2033 ისა ნუ ეს თამაში ბუნების შეცდომაა :D

ოპტიმიზაცია მართლაც საზიზღარი აქვს, მაგრამ ძალიან მასიამოვნა საერთო ჯამში :spiteful:

იმის მიუხედავად, რომ DirectX11 ვერ დავინახე, ისე ბნელოდა :D

Posted

ოპტიმიზაცია მართლაც საზიზღარი აქვს, მაგრამ ძალიან მასიამოვნა საერთო ჯამში :spiteful:

იმის მიუხედავად, რომ DirectX11 ვერ დავინახე, ისე ბნელოდა :D

მე ჯერ ეგეთი საშინელი ოპტიმიზაციის მქონე თამაში არ მინახავს :xelitavi:

ალ ლეპტოპების ღირებულება არაა ცნობილი ?

Posted

მე ჯერ ეგეთი საშინელი ოპტიმიზაციის მქონე თამაში არ მინახავს :xelitavi:

STALKER :)

ალ ლეპტოპების ღირებულება არაა ცნობილი ?

ფასი და გამოშვების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Posted

წამოვა აწი სენდის ლეპტოპები...

ეგებ ნეჰალემი გაიაფდეს :spiteful:

მიშა ნეჰალემზე რომლებიაა ?

Posted

მიშა ნეჰალემზე რომლებიაა ?

სახელში სამციფრიანი i3, i5 და i7 პროცესორების მქონე ლეპები :) ეგ ხომ Nehalem არქიტექტურაა...

Posted

სახელში სამციფრიანი i3, i5 და i7 პროცესორების მქონე ლეპები :) ეგ ხომ Nehalem არქიტექტურაა...

ხო მადლლობ . პს ექსტრემ იუზერ დღეს ბევრი დაწერე და აბა პორტალს გადახედე რამე ხოარ გამომრჩა ?

Posted

STALKER :)

ჰაა, სტალკერ მაგარია

ნუ მე არ ვარ გეიმერი და ქაუნთერის გარდა არაფერს ვთამაშობ ეხლა, მაგრამ ადრე მაქვს დახურული STALKER Shadow of Chernobyl, აიი ძალიან მაგარი იყო

X550-ით დავხურე სხვთაშორის

ხოო, კაი ლეპებია.

Posted

ხო მადლლობ . პს ექსტრემ იუზერ დღეს ბევრი დაწერე და აბა პორტალს გადახედე რამე ხოარ გამომრჩა ?

არა, ყველაფერი გაგიტანია უკვე, მადლობა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.