Magdalena Posted January 22, 2019 Posted January 22, 2019 Initial coin offerings-ებმა, (ICO) იანვრის პირველ ნახევარში მოაგროვეს დაახლოებით 160 მლნ დოლარი. ეს მონაცემი გამოქვეყნდა ICO ICObench-ის სარეიტინგო სერვისის ანგარიშში და შემდგომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა Cointelegraph-ს მეშვეობით. ICO-ებმა, 15 იანვრის მონაცემებით, შეძლეს მოეზიდათ დაახლოებით 33%, რაც გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ თანხის ნახევარი უზრუნველყოფილ იქნა ერთი პროექტის საშუალებით. ICObench-ს მონაცემებით, დამფინანსებლების რიცხვი 150-ზე მეტს შეადგენს, რაც შეესაბამება გასული წლის ბოლო შვიდი თვის მაჩვენებლებს, დეკემბრის გამოკლებით. იანვრის საერთო კაპიტალი - თანხების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის მიღებაც პროექტს შეუძლია ინვესტორებისგან, შეადგენს 4 მილიარდ დოლარზე მეტს. ანგარიშის თანახმად, ხუთიდან სამმა უმსხვილესმა დამფინანსებელმა ამ თვეში უკვე მიაღწია თავის hard cap-ს. ICObench-ი აგრეთვე იტყობინება, რომ ICO-ს წევრთა რაოდენობამ (ICO listing) იანვარში განაგრძო შემცირება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფენომენი კარგავს პოპულარობას. თვის პირველ ნახევარში მოზიდული თანხების რაოდენობის მიხედვით კანადა ლიდერობდა - 80 მლნ დოლარიანი საერთო მაჩვენებლით. თუმცა, როდესაც საუბარია პროექტების ფაქტობრივ რაოდენობაზე, პირველ ადგილს აშშ იკავებს. 2019 წლის იანვრის პირველი ნახევრის ICO-სტატისტიკა. წყარო: ICObench 16 იანვარს დიდმა კრიპტო-ბირჟამ BitMEX-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ მონეტების ფასის შემცირების გამო ICO გუნდებმა დაკარგეს საწყისი ტოკენების ღირებულების 54% - 24 მილიარდი დოლარი. https://cointelegraph.com/news/icos-raised-160-million-in-first-half-of-january-report-says 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.