Jump to content

Recommended Posts

Posted

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ 5G ქსელის ამოქმედების წინ დასავლურმა ქვეყნებმა ბრძოლა დაიწყეს ჩინურ კომპანია Huawei-სთან, რომელიც შესაძოა ამ ქსელის მოწყობილობების მთავარი მომწოდებელი გახდეს. უკანასკნელი სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით კანადას უკავშირდება. 

image.jpeg

ჩინეთის ელჩმა კანადაში ლიუ შეიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს Huawei Technologies-ს სანქციები დაეკისრება, კანადა პასუხს  მიიღებს ქვეყნის მხრიდან. სანქციებში იგულისხმება ადგილობრივი კომპანიებისთვის აკრძალვა - არ შეიძინონ Huawei-ს მოწყობილობები. უკანასკნელი ცნობებით, კანადას ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და იმყოფება უსაფრთხოების ასპექტების შესწავლის პროცესში. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდა გასული წლის ბოლოს, როდესაც კანადის ხელისუფლებამ დააპატიმრა მენ ვანჩჟოუ - ჩინური კომპანიის ფინანსური დირექტორი. ამასთან, ეს დაპატიმრება განხორციელდა აშშ-ის მოთხოვნით. ამის შემდეგ კი ჩინეთის ტერიტორიაზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს კანადის მოქალაქეს ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო. 

ჩინეთის ელჩი კანადაში მოუწოდებს ჩრდილოამერიკულ ხელისუფლებებს, მიიღონ „ბრძნული გადაწყვეტილება“. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება საპასუხო ზომებს. როგორი იქნება ეს ზომები ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუმცა ელჩის აზრით, ზომების მიღება გარდაუვლად მოხდება. 

image.jpeg

 

Huawei-ს დამფუძნებელმა - რენ ჟენფეიმ ორი ინტერვიუ გააკეთა ბოლო კვირის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ ჩინური კომპანია არ ჯაშუშობს ხელისუფლების სასარგებლოდ და განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარე მოვლენებისთვის კომპანია ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო მზად.  

ჟენფეიმ არ უარყო ის ფაქტი, რომ დასავლური ქვეყნებისგან ბოიკოტმა ნეგატიურად იმოქმედა კომპანიაზე. ამავე დროს, კომპანიის დამფუძნებელს სჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ზეწოლა შეწყდება, რადგამ, როგორც ჟეფეი აღნიშნავს, Huawei-ს მოწყობილობები უფრო უკეთესია და თანაც იაფია, ვიდრე კონკურენტებისა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.