Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Tesla 7 %-ით ამცირებს საკუთარ პერსონალს, განაცხადა ილონ მასკმა. აღნიშნული შეეხება დაახლოებით 3000 მომსახურეს. სულ კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 45000 ადამიანი. 

შემცირებასთან ერთად, რომელიც დაიგეგმა მას შემდეგ, რაც კომპანიის პერსონალი შარშან გაიზარდა 30 %-ით, მასკმა დააანონსა, რომ კომპანია შეინარჩუნებს „მხოლოდ ყველაზე ღირებულ მუშაკებს და ქვეკონტრაქტორებს“. აღნიშნული პროცესი დაკავშირებულია ხარჯების შემცირებასთან კლიენტების რეფერალური პროგრამის ფარგლებში. 

თავის ბლოგში მასკმა აღნიშნა, რომ წელი, როდესაც Tesla- გამოუშვა Model 3, იყო მეტად გამომწვევი წელი კომპანიის ისტორიაში და ეს აისახა აღნიშნული მოდელის მასიური გაყიდვებით. Tesla Model 3-ის წარმოება სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან მას არ ყოფნიდა საწარმოო სიმძლავრეები და ძნელად მიიღწეოდა წარმოების მასშტაბის ეფექტი ეკონომიისთვის. 

Tesla საჭიროებს პერსონალის შემცირებას, რადგან საჭიროა Model 3-ის წარმოების ეფექტურობის ზრდა და საინჟინრო-ტექნოლოგიური წინსვლა უახლოეს თვეებში, განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. 

მასკმა განაცხადა, რომ Tesla-მ მიიღო მცირე მოგება გასული წლის ბოლო ორ კვარტალში, თუმცა მე-4 კვარტლის მოგება უფრო მცირე იყო, ვიდრე მე-3 კვარტლის. მომგებიანობა გამოწვეული იყო Model 3-ის მაღალფასიან ვერსიაზე ფოკუსირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოდელის საბაზისო ფასი უნდა ყოფილიყო 35 000 დოლარი, დღეს Tesla Model 3-ის ყველაზე იაფი ფასია 44000 დოლარი. 

მასკი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას სურს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი საფასო კუთხით საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა წლის 1 ივლისიდან იგეგმება აშშ-ის ფედარალური შეღავათების ორჯერ დაწევა 1875 დოლარამდე, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრიდან კი საერთოდ გაუქმება. მას სურს დაიწყოს საშუალო ფასის სეგმენტის ავტომობილების წარმოება და მათი მიწოდება ბაზარზე ამა წლის მაისიდან, რადგან მისივე განცხადებით კომპანია ეტაპობრივად და მიზანდასახულად აღწევს პროგრესს დაბალფასიანი სეგმენტის ათვისების ასპექტში. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.