Magdalena Posted January 19, 2019 Posted January 19, 2019 კრიპტო-გადახდების სერვისების უმსხვილესი პროვაიდერის, BitPlay-ს ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განხორციელდა 1 მილარდზე მეტი ტრანზაქცია. მოხსენების მიხედვით, კომპანიამ ასევე რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. გასული წლის უმსხვილეს კლიენტებად BitPlay-მ დაასახელა Dish Networks, HackerOne, და ოჰაიოს შტატი (the State of Ohio). BitPlay აგრეთვე იმასაც აცხადებს, რომ მისი B2B ბიზნესი თითქმის 255 %-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის, Stephen Pair-ს თქმით, ფირმამ ზრდა დააფიქსირა, რადგან მისი პროდუქტი „უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე საბანკო გადარიცხვები მსოფლიოს უმეტეს რეგიონში“. BitPlay, როგორც ცნობილია, ფოკუსირებულია ბიტკოინზე, თუმცა სერვისი იტყობინება, რომ მან დაამატა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერაც: ესენია ბიტკოინ-ქეში (Bitcoin Cash) (BCH), სტაბილური კოინები (USDC), the Gemini dollar (GUSD) და Paxos Standard (PAX). აპრილში BitPlay-მ დააზღვია 40 მლნ დოლარი დაფინანსების B სერიის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო და IT-სფეროს ისეთი უმსხვილესი მოთამაშეები, როგორებიცაა Tencent-ის თანადამფუძნებელი Alvin Liu და Christopher Klauss Family Office, Internet Security Systems-ის (ISS) დამფუძნებელი, IBM-ის მიერ 2006 წელს შეძენილი ფირმები. 2018 წლის ბოლოს BitPlay-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელის ბიტკოინის მასიურ დამკვიდრებას სამ-ხუთ წელში. ნოემბერში კი კომერციულმა დირექტორმა Sonny Singh-მა ივარაუდა, რომ 2019 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 15 ათასიდან 20 ათას დოლარამდე გაიზრდება. Cointelegraph-მა ნოემბერშივე განაცხადა ბლოკჩეინზე მომუშავე კომპანია Chainalysis-ის კვლევის შესახებ, სადაც მოცემული იყო, რომ კომერციული გადახდებისთვის ბიტკოინის გამოყენების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 2018 წელს. https://cointelegraph.com/news/crypto-payments-service-bitpay-reports-it-saw-over-1-billion-in-transactions-in-2018 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.