Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კრიპტო-გადახდების სერვისების უმსხვილესი პროვაიდერის,  BitPlay-ს ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განხორციელდა 1 მილარდზე მეტი ტრანზაქცია. 

მოხსენების მიხედვით, კომპანიამ ასევე რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. გასული წლის უმსხვილეს კლიენტებად BitPlay-მ დაასახელა Dish Networks, HackerOne, და ოჰაიოს შტატი  (the State of Ohio). 

BitPlay აგრეთვე იმასაც აცხადებს, რომ მისი B2B ბიზნესი თითქმის 255 %-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის,  Stephen Pair-ს თქმით, ფირმამ ზრდა დააფიქსირა, რადგან მისი პროდუქტი „უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე საბანკო გადარიცხვები მსოფლიოს უმეტეს რეგიონში“. 

BitPlay, როგორც ცნობილია, ფოკუსირებულია ბიტკოინზე, თუმცა სერვისი იტყობინება, რომ მან დაამატა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერაც: ესენია ბიტკოინ-ქეში (Bitcoin Cash) (BCH), სტაბილური კოინები (USDC), the Gemini dollar (GUSD) და Paxos Standard (PAX). 

აპრილში BitPlay-მ დააზღვია 40 მლნ დოლარი  დაფინანსების B სერიის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო და IT-სფეროს ისეთი უმსხვილესი მოთამაშეები, როგორებიცაა Tencent-ის თანადამფუძნებელი Alvin Liu და Christopher Klauss Family Office, Internet Security Systems-ის (ISS) დამფუძნებელი, IBM-ის მიერ 2006 წელს შეძენილი ფირმები. 

2018 წლის ბოლოს BitPlay-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელის ბიტკოინის მასიურ დამკვიდრებას სამ-ხუთ წელში. ნოემბერში კი კომერციულმა დირექტორმა Sonny Singh-მა ივარაუდა, რომ 2019 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 15 ათასიდან 20 ათას დოლარამდე გაიზრდება. 

Cointelegraph-მა ნოემბერშივე განაცხადა ბლოკჩეინზე მომუშავე კომპანია Chainalysis-ის კვლევის შესახებ, სადაც მოცემული იყო, რომ კომერციული გადახდებისთვის ბიტკოინის გამოყენების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 2018 წელს. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.