Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

17 იანვარს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა  განაცხადა „დეცენტრალიზებული გადახდების გლობალურად მასშტაბირებადი ქსელის“ გაშვების შესახებ.  

კრიპტოვალუტა, სახელწოდებით Unit-e - ფინანსდება კომპანიის, Distributed Technologies Research-ის (DTR) მიერ: ეს არის შვეიცარიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ოფიციალურად ამოქმედდა ამავე დღეს - 17 იანვარს. 

როგორც Bloomberg- იტყობინება, DTR-ში შედიან აშშ-ის შვიდი უმსხვილესი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარები. მათ შორისაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), სტენფორდის უნივერსისტეტი და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი. 

როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ მიიღო ბლოკჩეინ-საინვესტიციო ფონდის - Pantera Capital-ის მხარდაჭერა. 

პრეს-რელიზის თანახმად, Unit-e-ს ძირითადი გუნდი, ე.წ ბირთვი ბერლინშია და შედგება „ღია კოდებისა და განაწილებული სისტემების ინჟინრებისგან“. 

Joey Krug-ი, DTR-ის ფონდის საბჭოს წევრი და Pantera Capital-ს თანადირექტორი საინვესტიციო საკითხებში, აცხადებს, რომ „მასშტაბირების არარსებობა აკავებს კრიპტოვალუტების მიღება-აღიარებას“. 

Bloomberg-ს განცხადების თანახმად, DTR გეგმავს Unit-e გამოუშვას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. ორგანიზაციამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ მათი მიზანია კრიპტოვალუტებით წამში 10 ათასი ტრანზაქციის განხორციელება. 

23 დეკემბერს ბიტკოინის ქსელმა, Lightning Network-მა (LN) 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა ტრანზაქციებში, ნოუდ (node) არხებმა, რომლებითაც მხარდაჭერილი იყო Lightning Network-ი (LN), შეძლეს 496,8  ბიტკოინის  გადარიცხვის  ხელშეწყობა. აგრეთვე, ნოუდების გამაერთიანებელი არხები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში და შეადგინა 14 352 უნიკალური არხი 2018 წლის ბოლოს. 

2018 წლის ოქტომბერში სადეპოზიტო-საფინანსო სერვისების კომპანიამ - Depository Trust & Clearing Corporation-მა გამოქვეყნა კვლევა, რომელშიც აღმოჩნდა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია საკმარისად მასშტაბირებადია აშშ-ის საფონდო ბირჟების ყოველდღიური ბრუნვის მხარდასაჭერად.  

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.