Magdalena Posted January 18, 2019 Posted January 18, 2019 კომერციული ელექტროტრანსპორტის წარმოებაზე სპეციალიზებულმა სტარტაპმა - Workhorse Group-მა წარადგინა მინიატურული ვერტმფრენი Octocopter-ი, რომლის ღირებულება 200 ათასი დოლარია. ვერტმფრენ SureFly Octocopter-ს შეუძლია აწიოს 180 კილოგრამამდე წონა. აქედან გამომდინარე, მასში მოთავსდება მხოლოდ პილოტი და ერთი მგზავრი. Octocopter-ის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, ამასთან, ერთ დამუხტვაზე სწორედ 120 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ელექტროძრავთან ერთად Octocopter-ს დიზელის ძრავიც ექნება - პირველი მოდელები იქნება ამგვარი ჰიბრიდული სისტემით წარმოდგენილი, შემდგომში კი საფრენი აპარატი მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადავა. CNBC მცირე ხნის წინ ევროპულმა კონსორციუმმა Airbus Helicopters-მა ჩაატარა უპილოტო ვერტმფრენის - VSR700-ის პირველი ტესტირება. ამასთან, ტესტირება ტარდებოდა პილოტის გარეშე. VSR700 შემუშავებულია ორადგილიანი პილოტირებადი ვერტმფრენის - Guimbal Cabri G2-ის ბაზაზე. სისტემა საშუალებას იძლევა იმართოს ოპერატორის მიერ ან სრულიად ავტონომიურ რეჟიმში. https://hightech.fm/2019/01/17/surefly-2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.