Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

World Wildlife Fund-Australia-მ,  WWF-მა განაცხადა, რომ უშვებს supply chain-ს, რომელშიც გამოყენებული იქნება ბლოკჩეინი, რათა სავაჭრო დაწესებულებებმა და მომხმარებლებმა შეძლონ გაარკვიონ საკვები პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაცია.  სიახლის შესახებ ცნობილი გახდა 17 იანვარს კომპანიის მიერ Twitter-ზე განცხადებით. 

პლატფორმას სახელად უწოდეს OpenSC. იგი არის WWF-Australia-ს და BCG Digital Ventures (BCGDV)-ის პარტნიორობის შედეგი. ეს უკანასკნელი არის აშშ-ის Boston Consulting Group -ის  გლობალური კორპორატიული  ქვეგანყოფილება.   

WWF-ის განცხადების თანახმად, სისტემა საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იქნას პროდუქტები არა მხოლოდ მწარმოებელი კომპანიების მიერ, არამედ მომხმარებლებიც შეძლებენ დაადგინონ პროდუქტის წარმომავლობა უნიკალური ბლოკჩეინ-კოდის საშუალებით. 

პლატფორმა QR-კოდებს ანიჭებს პროდუქტებს, შემდეგ კოდები უკავშირდება ბლოკჩეინ-პლატფორმას, რის შედეგადაც მომხმარებლები შეამოწმებენ ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის მწარმოებლისა და პროდუქტის ვარგისიანობის შესახებ. 

 

 

image.png

პლატფორმა აცხადებს, რომ ახალი ინსტრუმენტის ამოქმედების მიზანია, მიეცეთ მომხმარებლებს საშუალება - ზუსტად გაიგონ რას ყიდულობენ, რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. 

თავის მხრივ, მწარმოებლები ვეღარ შეძლებენ თავინთი წარმოების ხაზში შენიღბონ საეჭვო მასალები და დამზადების მეთოდები. 

WWF-Australia-ს გენერალურმა დირექტორმა Dermot O’Gorman-მა პრეს-რელიზში განაცხადა: 

OpenSC-ის წყალობით უკვე გვექნება გამჭვირვალობის სრულიად ახალი დონე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირშია საკვები რომელსაც მივირთმევთ ჩვენს ირგვლივ არსებულ დაბინძურებულ გარემოსთან“. 

როგორც პრეს-რელიზშია მითითებული, OpenSC-ის საკვლევი პროდუქტები მომვალ კვირას შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიო ლიდერებს მოემსახურება. 

სამომავლოდ ეს სქემა შესაძლოა გავრცელდეს არამარტო კვების პროდუქტებზე, არამედ ცალკეულ მასალებზე, მაგალითად - პალმის ზეთსა და ხე-ტყეზე - იტყობინება სააგენტო Reuters-ი. 

პლატფორმა ამოქმედდა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული supply chain აქტიურია. გასული წლის ნოემბერში კი ერთ-ერთი შვეიცარიული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია იყო  პირველი, ვინც გამოიყენა ეთერიუმ-ბლოკჩეინი თევზის პროდუქტების გამოსაკვლევად. 

 

 

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.