Magdalena Posted January 18, 2019 Posted January 18, 2019 World Wildlife Fund-Australia-მ, WWF-მა განაცხადა, რომ უშვებს supply chain-ს, რომელშიც გამოყენებული იქნება ბლოკჩეინი, რათა სავაჭრო დაწესებულებებმა და მომხმარებლებმა შეძლონ გაარკვიონ საკვები პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაცია. სიახლის შესახებ ცნობილი გახდა 17 იანვარს კომპანიის მიერ Twitter-ზე განცხადებით. პლატფორმას სახელად უწოდეს OpenSC. იგი არის WWF-Australia-ს და BCG Digital Ventures (BCGDV)-ის პარტნიორობის შედეგი. ეს უკანასკნელი არის აშშ-ის Boston Consulting Group -ის გლობალური კორპორატიული ქვეგანყოფილება. WWF-ის განცხადების თანახმად, სისტემა საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იქნას პროდუქტები არა მხოლოდ მწარმოებელი კომპანიების მიერ, არამედ მომხმარებლებიც შეძლებენ დაადგინონ პროდუქტის წარმომავლობა უნიკალური ბლოკჩეინ-კოდის საშუალებით. პლატფორმა QR-კოდებს ანიჭებს პროდუქტებს, შემდეგ კოდები უკავშირდება ბლოკჩეინ-პლატფორმას, რის შედეგადაც მომხმარებლები შეამოწმებენ ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის მწარმოებლისა და პროდუქტის ვარგისიანობის შესახებ. პლატფორმა აცხადებს, რომ ახალი ინსტრუმენტის ამოქმედების მიზანია, მიეცეთ მომხმარებლებს საშუალება - ზუსტად გაიგონ რას ყიდულობენ, რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. თავის მხრივ, მწარმოებლები ვეღარ შეძლებენ თავიანთი წარმოების ხაზში შენიღბონ საეჭვო მასალები და დამზადების მეთოდები. WWF-Australia-ს გენერალურმა დირექტორმა Dermot O’Gorman-მა პრეს-რელიზში განაცხადა: „OpenSC-ის წყალობით უკვე გვექნება გამჭვირვალობის სრულიად ახალი დონე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირშია საკვები რომელსაც მივირთმევთ ჩვენს ირგვლივ არსებულ დაბინძურებულ გარემოსთან“. როგორც პრეს-რელიზშია მითითებული, OpenSC-ის საკვლევი პროდუქტები მომავალ კვირას შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიო ლიდერებს მოემსახურება. სამომავლოდ ეს სქემა შესაძლოა გავრცელდეს არამარტო კვების პროდუქტებზე, არამედ ცალკეულ მასალებზე, მაგალითად - პალმის ზეთსა და ხე-ტყეზე - იტყობინება სააგენტო Reuters-ი. პლატფორმა ამოქმედდა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული supply chain აქტიურია. გასული წლის ნოემბერში კი ერთ-ერთი შვეიცარიული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია იყო პირველი, ვინც გამოიყენა ეთერიუმ-ბლოკჩეინი თევზის პროდუქტების გამოსაკვლევად. https://cointelegraph.com/news/wwf-launches-blockchain-tool-to-track-food-along-supply-chain 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.