Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

გაჯეტის კონსტრუქცია ადაპტირებულია თამაშებზე. მართვის ფიზიკური ორგანოები განთავსებულია ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე. დისპლეი სენსორულია. მისი დიაგონალის ზომა 6 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920×1080 პიქსელს (Full HD ფორმატი). 

image.jpeg 

მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,2 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 616-სა და Snapdragon X15 LTE მოდემს. ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine უზრუნველყოფს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებას. 

MOQI-ს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, 16-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, ფრონტალური კამერა  კი 5-მეგაპიქსელიანია. მოწყობილობას ასევე აქვს USB Type-C პორტი, სტანდარტული კონექტორი ყურსასმენებისთვის და GPS-მიმღები. 

image.jpeg 

კვებაზე პასუხისმგებელია ბატარეა 6000 მილიამპერი/სთ. მოცულობით. გაჯეტის გაბარიტები შეადგენს 207×96×15 მილიმეტრს, წონა- დაახლოებით 330 გრამი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 8.1 და MUCH UI. 

მოწყობილობის შეკვეთა უკვე შესაძლებელია 400 აშშ დოლარად, შეკვეთების მიწოდება კი მარტიდან დაიწყება. 

https://3dnews.ru/981047

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.