Magdalena Posted January 16, 2019 Posted January 16, 2019 გაჯეტის კონსტრუქცია ადაპტირებულია თამაშებზე. მართვის ფიზიკური ორგანოები განთავსებულია ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე. დისპლეი სენსორულია. მისი დიაგონალის ზომა 6 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD ფორმატი). მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,2 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 616-სა და Snapdragon X15 LTE მოდემს. ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine უზრუნველყოფს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებას. MOQI-ს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, 16-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, ფრონტალური კამერა კი 5-მეგაპიქსელიანია. მოწყობილობას ასევე აქვს USB Type-C პორტი, სტანდარტული კონექტორი ყურსასმენებისთვის და GPS-მიმღები. კვებაზე პასუხისმგებელია ბატარეა 6000 მილიამპერი/სთ. მოცულობით. გაჯეტის გაბარიტები შეადგენს 207 × 96 × 15 მილიმეტრს, წონა- დაახლოებით 330 გრამი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 8.1 და MUCH UI. მოწყობილობის შეკვეთა უკვე შესაძლებელია 400 აშშ დოლარად, შეკვეთების მიწოდება კი მარტიდან დაიწყება. https://3dnews.ru/981047 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.