Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

რამოდენიმე წლის წინ ბრიტანულმა Hybrid Air Vehicles-მა მსოფლიოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც წარადგინა Airlander 10 - მსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომელიც შემუშავებულ იქნა როგორც თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ალტერნატივა. ამჯერად კი, The Guardian-ის ინფორმაციით, პირველი დირიჟაბლის პროტოტიპი აღარასოდეს აფრინდება: კომპანია აცხადებს, რომ აღარ აპირებს დირიჟაბლის გამოყენებას“. 

Airlander 10 - მეტსახელად „flying bum” - თავდაპირველად, 2010 წელს, დაპროექტებული იყო აშშ-ის არმიის მიერ, როგორც პლატფორმა დაზვერვისა და თვალთვალისთვის (იწოდებოდა, როგორც „Long Endurance Multi-intelligence Vehicle“). დირიჟაბლს შეეძლო ჰაერში გაჩერებულიყო კვირების მანძლზე. როდესაც ბიუჯეტის შემცირებამ პროექტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, Hybrid Air Vehicles-მა მოიპოვა დირიჟაბლის პროტოტიპი და იგი დიდ ბრიტანეთში გადაიტან, რათა გარდაექმნა საზოგადოებრივი  მოხმარების ტრანსპორტად: დირიჟაბლი უნდა მომსახურებოდა მგზავრებს და გადაეტანა ტვირთი.  

დირიჟაბლი დამზადებულია ნახშირბად-პლასტმასის ბოჭკოებისგან, კევლარისა (პარა-არამიდის ბოჭკოვანასა (პოლიპარაფენილენ-ტერაფტალამიდი) და მაილარისგან (Biaxially-oriented polyethylene terephthalate). ტრანსპორტი ივსება ჰელიუმით და ასევე იყენებს დიზელის ძრავს აფრენისთვის, მიმართულების მართვისა და დაშვებისთვის. 

კომპანიამ რამოდენიმე გრანტი მიიღო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისა და ევროკავშირისგან, რათა განეხორციელებიდა ტრანსპორტის ტესტირებები. დირიჟაბლმა პირველი საგამოცდო გაფრენა განახორციელა 2016 წელს, წარმატებით აფრინდა, დაბრუნდა და დაეშვა მიწაზე. მაგრამ მეორე გაფრენა ვერ აღმოჩნდა ასეთვე წარმატებული: დირიჟაბლი მიწას დაენარცხა და დაზიანდა. შეკეთების შემდეგ საფრენმა აპარატმა კიდევ რამოდენიმე დამატებითი სატესტო გაფრენა განახორციელა, თუმცა 2017 წელს მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. სატრანსპორტო საშუალებამ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო და საბოლოოდ კომპანიამ გადაწყვიტა იგი ექსპლუატაციიდან მოეხსნა. 

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.