Magdalena Posted January 16, 2019 Posted January 16, 2019 კომპანია Akasa-მ წარადგინა აქსესუარი სახელად Vegas RAM Mate, რომლითაც შესაძლებელია ფერადი განათების მქონე გახდეს ოპერატიული მეხსიერების ის მოდულები, რომელთაც ქარხნულად არ ჰქონდათ ეს ფუნქცია. Vegas RAM Mate - ეს არის სპეციალური პედი, რომელიც მეხსიერების მოდულის ზედაპირზე მაგრდება. მოწყობილობა ალუმინის რადიატორს წარმოადგენს, რომლის ზედა ნაწილში განთავსებულია LED-განათების ზოლები. ამგვარად, ამ სიახლის წყალობით არა მხოლოდ მოდულებს ენიჭებათ ეფექტური განათება, არამედ უმჯობესდება გაგრილება. Vegas RAM Mate თავსებადია შემდეგი ტიპის მოდულებთან: DDR/DDR2/DDR3/DDR4. რაც შეეხება ფერად განათებას, მას აქვს შემდეგი ტექნოლოგიების მხარდაჭერა: GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync, ASUS Aura Sync და ASRock Polychrome Sync. აქსესუარის გაბარიტებია 138,3 × 42,5 × 8,8 მმ. რადიატორი შავ ფერშია წარმოდგენილი. Akasa Vegas RAM Mate-ის გაყიდვები უახლოეს დროში დაიწყება. მისი ფასი იქნება დაახლოებით 20-25 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/news 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.