Magdalena Posted January 15, 2019 Posted January 15, 2019 NASA-მ სტარტაპ Honeybee Robotics-სა და ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად შექმნა ზონდი, რომელიც თავად აწარმოებს ფრენისთვის საჭირო საწვავს. მეცნიერები თვლიან, რომ აპარატი შეძლებს კოსმოსურ სხეულებზე ყოფნას (ისეთებზე, სადაც წყალია) და მათ შესწავლას იმაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე აქამდე შესაძლებელი იყო - წერს ScienceAlert. ზონდს სახელად უწოდეს WINE. ნაცვლად იმისა, რომ მოძრაობისათვის გამოიყენოს ჩვეულებრივი საწვავი, აპარატი აგროვებს წყალს გარემოდან, გარდაქმნის მას ორთქლად და იყენებს ძრავის მუშაობისთვის. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამგვარი მოწყობილობა გააიაფებს კოსმოსური სხეულების კვლევის მისიებს და დააჩქარებს პროცესს. „ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია მთვარის, ცერერას, ევროპას, ტიტანის, პლუტონის, მერკურის პოლუსის, ასტეროიდების - მოკლედ, ყველა იმ ობიექტის გამოსაკვლევად, სადაც შეიძლება იყოს წყალი და საკმარისად დაბალი გრავიტაცია. Wine დაპროექტებულია იმგვარად, რომ მასში არასდროს გამოილევა საწვავი - ასე რომ კოსმოსური კვლევები ბევრად იაფი დაჯდება“ - აცხადებს NASA. https://hightech.fm/2019/01/14/endless-flight https://www.sciencealert.com/this-crazy-steam-powered-probe-could-pretty-much-explore-space-forever 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.