Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

SpaceX თავისი სამუშაო ძალის 10 %-ს გაათავისუფლებს სამსახურიდან. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა Los Angeles Times-ის მიერ და SpaceX-მაც დაადასტურა. ამის მიზეზად კომპანია ასახელებს გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს იმის გამო, რომ ფაქტობრივად ნულიდან იწყებ  ორი ამბიციური პროექტის განხორციელება. 

კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, SpaceX-ში ამჟამად დასაქმებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით გაურკვეველია, კომპანიის რომელ ქვედანაყოფებს შეეხო შემცირება. SpaceX-ს დატვირთული პერიოდი აქვს: ხდება Crew Dragon-ის ტესტირებები ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაგზავნად; მზადდება ორი Falcon Heavy, მუშავდება პირველი Starlink-თანამგზავრები და იწყება Starship-ის მარსის მისიაზე მუშაობა.  

SpaceX- აცხადებს: 

„იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი კლიენტებისთვის პროდუქტის მიწოდება, აგრეთვე წარმატებას მივაღწიოთ პლანეტათშორისი კოსმოსური აპარატებისა და კოსმოსური ინტერნეტის ამოქმედებაში, SpaceX-ი უნდა გახდეს უფრო კომპაქტური კომპანია. ზემოთჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ფაქტი, ცალკე აღებულიც კი, გააბანკროტებდა სხვა კომპანიას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს დავემშვიდობოთ ჩვენი გუნდის ზოგიერთ ნიჭიერ და შრომისმოყვარე წევრს. ჩვენ მადლობელნი ვართ იმისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ. ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა  მხოლოდ უკიდურესი სირთულეების გამო“. 

The Wall Street Journal-ის მიხედვით, SpaceX- წელიწადში დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შემოსავალი აქვს კონტრაქტებიდან, რომლებიც დადებული აქვს მაგალითად NASA-სა და Iridium-თან (რეალური რიცხვები უცნობია, რადგან SpaceX კერძო კომპანიაა). Bloomberg-თან გაკეთებულ ანგარიშში კი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას მოგება არ ჰქონია 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში. 

ახალი თაობის კოსმოსური რაკეტების შექმნა არ წარმოადგენს იაფ ამოცანას. SpaceX-მა 250 მლნ დოლარის ოდენობის პირველი კრედიტი გასულ 2018 წელს აიღო და სავარაუდოდ იმყოფება 500 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალის მოძიების პროცესში - წერს The Wall Street Journal. 

კომპანია ასევე განიხილავს ფულადი რესურსების მისაღებად ახალი წყაროების მოძიებას, ამის მაგალითია კონტრაქტი იაპონელ მილიარდერთან - იუსაკუ მაეძავასთან (Yusaku Maezawa). კოსმოსური ტურიზმი შესაძლოა გახდეს SpaceX-ისთვის უზარმაზარი შემოსავლის წყარო, თუკი კომპანია გააგრძელებს მილიარდერების მოზიდვას თავისი კოსმოსური ხომალდით სამგზავროდ. უპირველეს ყოვლისა კი კომპანიას საკმარისი რესურსი უნდა ჰქონდეს რაკეტების მწყობრში მოსაყვანად. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.